თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 19 300-ს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 21:10 | 09.02.2023
ნანახია: 351

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 19 300-ს გადააჭარბა.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანის თქმით, ბოლო მონაცემებით, სტიქიას თურქეთში 16 170 ადამიანი ემსხვერპლა.

სირიაში არასამთავრობო ჰუმანიტარული ჯგუფის, „თეთრი ჩაფხუტების“ განცხადებით, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაღუპულია 1 930 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 2 950-ზე მეტი,  სამთავრობო წყაროების თქმით, დაღუპულია 3000 ადამიანი. სირიაში დაღუპულები არიან მიწისძვრის ეპიცენტრიდან 250 კმ-შიც კი.

თურქეთის ოფიციალური პირების მონაცემებით, დანგრეულია 6 500 შენობა, სტიქიის შედეგები შეეხო 13,5 მილიონამდე ადამიანს.

სააგენტო Fitch Ratings-ის ცნობით, ეკონომიკური ზარალის შეფასება შეუძლებელია, რადგან სიტუაცია იცვლება. ექსპერტების თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, 4 მლრდ დოლარს მიაღწიოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე