Meta-მ ტრამპს Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა

საქართველო, თბილისი - 23:33 | 09.02.2023
ნანახია: 331

კომპანია Meta-მ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა. იუწყება სააგენტო Reuters.

დონალდ ტრამპის ანგარიშები 2021 წელს მას შემდეგ დაიბლოკა, რაც ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა კაპიტოლიუმზე შტურმი განახორციელეს.

მაშინ კომპანიაში ამბობდნენ, რომ პოლიტიკოსის პოსტებმა, შესაძლოა, სოციალური ქსელის მომხმარებლებს არეულობასა და ძალადობისკენ მოუწოდოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე