ჯო ბაიდენი პოლონეთში 20 თებერვალს ჩავა

საქართველო, თბილისი - 10:34 | 11.02.2023
ნანახია: 392

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 20 თებერვალს პოლონეთში ჩავა. ვიზიტი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავს ეძღვნება.

თეთრი სახლის პრესმდივნის კარინ ჟან-პიერის თქმით, ბაიდენი შეხვდება პოლონეთის პრეზიდენტს ანდჯეი დუდას, ასევე ბუქარესტის ცხრა ჯგუფის ლიდერებს, რომელშიც, პოლონეთის გარდა, შედის ბულგარეთი, უნგრეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.

ამასთან, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, ბაიდენი თავისი ვიზიტით ცხადყოფს, რომ უკრაინა აშშ-სგან უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებით დახმარებას მიიღებს.

"პრეზიდენტი ყველასთვის მკაფიოს გახდის, რომ აშშ უკრაინის გვერდით დგომას იმდენ ხანს გააგრძელებს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება". - თქვა კირბიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე