თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 23 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 11:02 | 11.02.2023
ნანახია: 407

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 23 ათასს გადააჭარბა.

თურქეთშ იდაღუპულთა რაოდენობა 20,318-მდე გაიზარდა, დაშავებულია 80,052.

სირიაში დაღუპულია 3 513 ადამიანი, მათ შორის 2 166 მეამბოხეების მიერ კონტროლირებად რაიონებში ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ხოლო სირიის სახელმწიფო მედიის მიხედვით, 1 347 ადამიანი დაიღუპა სირიის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ასევე სირიის რამდენიმე რეგიონში 6 თებერვალს ღამით მოხდა. მოგვიანებით, თურქეთში კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, სტიქიას მასიური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ამ რეგიონისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე