თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28 000-ს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 12:17 | 12.02.2023
ნანახია: 355

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 24 617 ადამიანი, სირიაში კი 3 575, მათ შორის 2 167 ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაშავებულია ათობით ათასი ადამიანი.

ადგილზე სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მედიის ცნობით, თურქეთის პროვინცია გაზიანთეპში შაბათს, მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, ნანგრევებიდან ერთი ოჯახი ხუთივე ამოყვანეს: მშობლები, ორი ქალიშვილი და ვაჟი. ოჯახი სასწაულებრივად გადარჩა მათი სახლი ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობდა.

მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში 2 356 აფთერშოკი დაფიქსირდა.

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე