უკრაინაში ოკუპანტები შეტევას ხუთი მიმართულებით ახორციელებენ - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 13:56 | 13.02.2023
ნანახია: 369

 რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევას უკრაინაში ხუთი მიმართულებით ახორციელებს . უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს რუსი სამხედროების თავდასხმები ხარკოვის, დონეცკის, ლუგანსკის და ზაპოროჟიეს ოლქების ათი დასახლების რაიონებში. ინფორმაციას უკრაინული მედია ცნობით, უკრაინის შეიაარღებული ძალების გენშტაბზე აყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის არმიის ძირითად ძალისხმევა მიმართულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის მიმართულებებზე.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელა და 85-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან.

ხერსონის ხელისუფლების ინფორმაციით,, ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ტერიტორია ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან, ნაღმტყორცნებიდან და ტანკებიდან 42-ჯერ დაბომბეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე