მაია სანდუს განცხადებით, უკრაინამ გადასცა კრემლის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას

საქართველო, თბილისი - 17:14 | 13.02.2023
ნანახია: 388

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, უკრაინამ გადასცა კრემლის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას.

დოკუმენტის მიხედვით, კრემლი დივერსანტების ჩამოყვანას რუსეთიდან, ბელარუსსა და ბალკანეთიდან აპირებდა.

"ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მომზადების პირების მიერ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმასა და მძევლების აყვანას". - თქვა სანდუმ.

მისივე თქმით, კიევის მიერ კიშინიოვისთვის გადაცემულ დოკუმენტებში დივერსიული ქმედებებისთვის საჭირო ლოჯისტიკაა გაწერილი.

სანდუს განცხადებით, რუსეთი მოლდოვაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების საფარქვეშ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას გეგმავს და ამ მიზნით გარკვეული შიდა ძალების გამოყენებასაც აპირებს.

მისივე თქმით,  მოლდოვის უშიშროების ძალები ამ პროვოკაციების აღსაკვეთად შესაბამის ზომებს მიიღებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე