Leopard-ის ტიპის ტანკები უკრაინაში მარტში გაიგზავნება - პოლონეთის თავდაცვის მინისტრი

საქართველო, თბილისი - 22:43 | 14.02.2023
ნანახია: 472

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშაკის განცხადებით, Leopard-ის ტიპის ტანკები, რომლებსაც მოკავშირეები კიევს დაჰპირდნენ, უკრაინას მარტში გადაეცემა.

ამის შესახებ ბლაშაკმა ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემის კოალიციაში მონაწილეობაზე თანხმობა სულ უფრო მეტმა ქვეყანამ გამოთქვა.

„გერმანია ქმნის ქვეყნების კოალიციას, რომლებსაც აქვთ Leopard 2A6-ის ტიპის ტანკები, ჩვენ პოლონეთს {გვაქვს} - Leopard 2А4-ის ტიპის ტანკები. კანადისა და ესპანეთის კონკრეტულ განცხადებებს დღეს შეუერთდა ნორვეგიაც“, - განაცხადა ბლაშაკმა.

 „ჩვენ ვმუშაობთ, რომ ფინეთმაც გადასცეს {უკრაინას} ეს ტანკები. დღეს ფინელმა მინისტრმა თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან ახლოსაა“, - დასძინა მან.

ბლაშაკის თქმით, უკვე შესაძლებელია იმის თქმა, რომ მარტში ეს ტანკები უკრაინაში გაიგზავნება“. მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები სწავლებას პოლონეთში გადიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე