ავტომობილის მოვლა ცივ სეზონზე - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
საქართველო, თბილისი - 18:00 | 16.02.2023 ნანახია: 753
დაბალი ტემპერატურის დროს, ავტომობილით გადაადგილებისას, მოულოდნელი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე დეტალის გათვალისწინებაა აუცილებელი. თუ გინდათ, სალონში სასიამოვნო სითბო გქონდეთ და ძრავაც დაცული იყოს დაზიანებისაგან, უმჯობესია, კიდევ ერთხელ შეამოწმოთ, მანქანის რომელიმე დეტალი ხომ არ გამოვიდა მწყობრიდან.
ცივ სეზონზე ავტომობილისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებზე „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ ლელუჩაშვილი საუბრობს.

„ავტომობილის აგებულების თითოეულ დეტალს თავისი დატვირთვა აქვს და ისინი დიდ როლს ასრულებენ ჩვენს უსაფრთხო გადაადგილებაში. რთულია, გამოყო ყველაზე მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო ნაწილი. სეზონებისა და ტემპერატურის ცვლილება ავტომობილზე განსაკუთრებით მოქმედებს. ზამთარი ყველაზე მკაცრი სეზონია და თოვლი და დაბალი ტემპერატურა მანქანის ზოგიერთ დეტალს აზიანებს. მათ გამართულობასა და ხარისხზე ზრუნვა, უსაფრთხო გადაადგილების აუცილებელი პირობაა.“
ავტომობილის რა დეტალებს უნდა მივაქციოთ ყურადღება ცივ დღეებში?
„ანტიფრიზი, ცივ ამინდებში, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ის იცავს ძრავას გადახურებისგან და კოროზიისგან. მასში შემავალი ქიმიური ელემენტები გამოხდილ წყალში გაზავების შემდეგ ებრძვის მინუს ტემპერატურას. ხშირად ზამთრის დადგომამდე გაგრილების სისტემაში არსებული ანტიფრიზის ყინვისადმი მდგრადობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ მას ექსპლუატაციის ვადა ამოეწუროს. შესაბამისად, სითხე დაკარგავს ქიმიურ თვისებებს. სწორედ ამიტომ, უმჯობესია ზამთრის ბოლოს კიდევ ერთხელ შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს ანტიფრიზი“.

რა უნდა გაითვალისწინონ მძღოლებმა ზამთარში გადაადგილებისას?
„სრულიად ლოგიკურია, რომ ზამთარში ტემპერატურა ნულ გრადუსს ჩამოსცდება და არც თოვლით დაფარული გზის ზედაპირი იქნება ვინმესთვის მოულოდნელობა. ცივ სეზონზე ზამთრის საბურავით გადაადგილება უსაფრთხო მგზავრობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მნიშვნელოვანია, რომ საბურავის ასაკი არ აღემატებოდეს 5 წელს და პროტექტორის ზომა არ იყოს მინიმუმამდე დასული. საბურავის წარმოების თარიღის შემოწმებაში „თეგეტა მოტორსის“ პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარებათ.“
ავტომობილის რომელ დეტალს უქმნის განსაკუთრებულ საფრთხეს ცივი ამინდი?
„დაბალი ტემპერატურა უდიდეს გავლენას ახდენს აკუმულატორის რესურსზე. მისი ქიმიური შემადგენლობა ძალიან სენსიტიურია დაბალი ტემპერატურის მიმართ. სწორედ აკუმულატორზეა დამოკიდებული ჩვენი ავტომობილის დაქოქვა. ყინვა მოქმედებს მის აქტიურ ნივთიერებებზე, კერძოდ, ელექტროლიტებზე, რაც აუცილებლად აისახება აკუმულატორის ენერგიასა და მდგომარეობაზე. ყინვისაგან დასუსტებული აკუმულატორი ვეღარ ინარჩუნებს მუხტს, ელექტროლიტები კარგავენ სიმკვრივეს და ავტომობილის დაქოქვა დახმარების გარეშე შეუძლებელი ხდება. სწორედ ამიტომ აუცილებელია აკუმულატორის რესურსის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი შეცვლა“.
„თეგეტა მოტორსში“ ცივი სეზონისთვის მანქანისათვის საჭირო მნიშვნელოვან კომპონენტებზე განსაკუთრებული აქციები მოქმედებს. მთელი საქართველოს მასშტაბით ზამთრის საბურავების შეძენა 50%-იანი ქეშბექით არის შესაძლებელი. ასევე 35%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ HIFLY-ს საბურავების შეძენისას. რაც შეეხება აკუმულატორებსა და ანტიფრიზს, მათ სრულ ასორტიმენტზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, Petronas და სხვა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















