სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

საქართველო, თბილისი - 21:10 | 16.02.2023
ნანახია: 547

სლოვაკეთის პარლამენტმა მიიღო რეზოულუცია, რომლის თანახამდ რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმს ტერორისტულად, რუსეთს კი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.

სლოვაკმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო  და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის საკვანძო ობიექტებზე თავდასხმა.

პარლამენტმა ასევე  მხარი დაუჭირა სპეციალური ტრიბუნალის შექმნასა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახამდ ევროპარლამენტი გმობს კრემლის ქმედებებს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინას გაუწიონ საჭირო დახმარება, მათ შორის განიხილონ საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის შესაძლებლობაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე