რუსების ტყვეობიდან 101 უკრაინელი გათავისუფლდა, მათ შორის 63 „აზოვსტალელია“

საქართველო, თბილისი - 22:11 | 16.02.2023
ნანახია: 546

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

ანდრეი ერმაკის განცხადებით, სამშობლოში 100 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი დაბრუნდა. სამხედროებს შორის 63 მებრძოლი „აზოვსტალელია“ .

გათავისუფლებული სამოქალაქო პირი კი ენერგოდარის ქალაქის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ივან სამოიდიუკია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაბრუნებულ ჯარისკაცებს შორსი ბევრი დაჭრილია, მათი უმეტესობა „აზოვსტალის“ მცველია.

ერმაკის თქმით, სახლში რუსების ტყვეობაში მყოფ ყველა უკრაინელ სამხედროს დააბრუნებენ.

უკრაინამ რუსეთს 101 სამხედრო გადასცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე