გავაგრძელებთ უკრაინის მხარადჭერას მანამდე, ვიდრე არ გაიმარჯვებს და ევროპაში მშვიდობა არ დაბრუნდება - მაკრონი

საქართველო, თბილისი - 13:00 | 18.02.2023
ნანახია: 529

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოკავშირეები უკრაინას მხარდაჭერას გააგრძელებან, მანამდე, ვიდრე არ გაიმარჯვებს და ევროპაში მშვიდობა  არ დამყარდება.

ამის შესახებ მაკრონი Twitter-ში წერს.

„შეერთებული შტატები და საფრანგეთი ჩვენს პარტნიორებთან ერთად გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე გამარჯვებას არ მიაღწევს და ევროპაში მშვიდობა არ დაბრუნდება.

ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის ათპუნქტიან სამშვიდობო გეგმას“, - წერს მაკრონი.

გასული წლის ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას  წარადგინა უკრაინის სამშვიდობო გეგმა, რომელიც 10 პუნქტს მოიცავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე