მანგლისში საცხოვრებელი კორპუსი შენდება - ახალი შეთავაზება საქართველოს ბანკისა და „M-ლისი დეველოპმენტისგან“
საქართველო, თბილისი - 15:16 | 27.02.2023 ნანახია: 657
საქართველოს ბანკი დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებს განვითარებისა და მხარდაჭერისთვის მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ არაერთ პროდუქტს სთავაზობს. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი ინოვაციური პროდუქტია „გარანტირებული შენაძენი“, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მომხარებლისთვის კიდევ უფრო სანდო და მიმზიდველი გახდეს. ასეთი კომპანიაა „M-ლისი დეველოპმენტი“, რომელიც აღნიშნული პროდუქტით ერთი წელია სარგებლობს და მომხარებელს საუკეთესო შეთავაზებას სთავაზობს.
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, „M-ლისი დეველოპმენტი“ მანგლისში, ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, რომელიც 1800 კვ.მ ფართობზე განთავსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1 100 000 აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია კი 650 000 აშშ დოლარია.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით მანგლისში, ცენტრალურ პარკთან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომლის მთავარ პლუსს მისი მდებარეობა წარმოადგენს. ბანკთან პარტნიორობა უკვე ერთ წელს ითვლის და პროექტი დაგეგმილი ვადის მიხედვით რამდენიმე თვეში დასრულდება. ჩვენ ჩართული ვართ „გარანტირებული შენაძენის“ სქემაში, ეს კი გულისხმობს მეტ სანდოობას და საჭიროებას მომხმარებლისთვის.
ჩვენი პროექტი სხვა კურორტებთან შედარებით იმით განსხვავდება, რომ დედაქალაქთან ძალიან ახლოს, სუფთა ჰაერზე, თბილისიდან ერთი საათის გზაზეა. ჩვენი სამომავლო გეგმებიც კურორტებსა და რეგიონებს უკავშირდება, სადაც გვსურს დეველოპერული პროექტები განვავითაროთ“, - აღნიშნავს „M-ლისი დეველოპმენტის“ დირექტორი, გიორგი დანელია.
ინიციატივის ფარგლებში მომხმარებელი აღნიშნულ სქემაში ჩართული დეველოპერული კომპანიებისგან გარანტირებული შენაძენის გაკეთებას შეძლებს, რაც ერთი მხრივ, მომხმარებლის დაცულობასა და სანდოობას ზრდის. მეორე მხრივ, ეს დეველოპერებისთვის ერთგვარი შესაძლებლობაა, საკუთარი საქმიანობა განავითარონ და მომხმარებლისთვის ბინის შეძენის პროცესი კიდევ უფრო კომფორტული და საიმედო გახადონ.
„ბინის შეძენის მსურველებისთვის ძირითადი რისკები დეველოპერული კომპანიების მიმართ კეთილსინდისიერებასთან და სამშენებლო უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული. „გარანტირებული შენაძენი“ კი, შეიქმნა სწორედ მათთვის, ვისაც დეველოპერული კომპანიებისგან მეტი სანდოობა სჭირდება. „M-ლისი დეველოპმენტიც“ სწორედ აღნიშნულ პროდუქტშია ჩართული და მომხმარებლებისთვის საუკეთესო შეთავაზება აქვს.
უკეთ, რომ ავხსნათ, „გარანტირებული შენაძენი“ გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს თუ დროულად არ ჩაბარდა ბინა, წინასწარ შენატანს ბანკი სრულად უნაზღაურებს. ეს კი ორივე მხარისთვის, როგორც კომპანიისთვის, ასევე მომხარებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ სალიაშვილი.
„გარანტირებული შენაძენის“ შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://m.bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/insurance
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















