„ვოლვო ქარსი“, მოთხილამურე ბუთა ელოშვილი და „ვაით რებითს პარკი“ უსაფრთხოების იდეის ირგვლივ ერთიანდებიან
საქართველო, თბილისი - 19:00 | 28.02.2023 ნანახია: 733
უსაფრთხოების წესების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სპორტის ნებისმიერ სახეობაში, მით უფრო - ექსტრემალურ სპორტში. სწორედ ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ „ვოლვო ქარ საქართველო“, გუდაურის „ვაით რებითს პარკი“ და მსოფლიო დონის ფრისტაილ მოთხილამურე ბუთა ელოშვილი. სამივე მათგანს აერთიანებს თავისუფლების სიყვარული და უსაფრთხოება - ეს არის მთავარი გზავნილი სათხილამურო სპორტის მოყვარულებისთვის, რომელთა ყურადღება ახლა ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატისკენ არის მიპყრობილი.
ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვაით რებითს პარკში“ განთავსებულია ჩვენი ქალაქის SUV XC40, რომელსაც უსაფრთხოების მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. იმის გათვალისწინებით, რომ ბრენდის მთავარი ღირებულებაა უსაფრთხოება არა მხოლოდ მანქანაში, არამედ მის მიღმა, ჩვენთვის ამ თემაზე საუბარი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ვიდეოებსა და პოსტებს, რომლებსაც ციფრულ მედიაში განვათავსებთ. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ „ვოლვო ქარ საქართველო“ ყოველთვის ცდილობს, მხარში დაუდგეს ახალგაზრდებს, იქნება ეს სპორტსმენი, მუსიკოსი თუ ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენელი“.

„ვაით რებითსის“, „ვოლვო ქარსისა“ და ბუთა ელოშვილის თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია საინფორმაციო კამპანიებიც - მოყვარული მოთხილამურეები სასარგებლო რჩევებს მიიღებენ. შესაბამისი კონტენტი სოციალურ ქსელში განთავსდება.
ელენე საბიაშვილი, „ვაით რებითსის“ მარკეტინგის მენეჯერი: „გადავწყვიტეთ, იმ აუდიტორიისთვის, ვისაც ზამთრის სპორტის სახეობები იზიდავს და უყვარს სრიალი, სასარგებლო ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რაც სრიალის დროს უნდა გაითვალისწინონ. უფრო ზუსტად, ციფრულ მედიაში ვუშვებთ ცალკე კამპანიას, ვამზადებთ ფოტო და ვიდეოკონტენტს, რომელშიც მოცემული იქნება რჩევები საჭირო აღჭურვილობაზე, ასევე, მაგალითად, როგორ უნდა გააკეთონ კონკრეტული ილეთი. ვფიქრობთ, დამწყები მოთხილამურეების დახმარებასაც შევძლებთ“.
უსაფრთხოების ფასი კარგად იცის ფრისტაილ მოთხილამურე ბუთა ელოშვილმა. ამბობს, რომ კერძო ბიზნესის მხარდაჭერას ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისა და სპორტული აქტივობებისას ფუნდამენტური წესების დაცვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველად ასპარეზობს და ბუთა წელს მასპინძელ ქვეყანას წარმოადგენს. ქართველი სპორტსმენი Slopestyle და Big Air დისციპლინებში მონაწილეობს.

ბუთა ელოშვილი, ფრისტაილ მოთხილამურე: „ვაით რებითსთან“ და „ვოლვოსთან“ თანამშრომლობა ხელს შემიწყობს, განვვითარდე, როგორც სპორტსმენი. ასევე შესაძლებლობა მაქვს, პოპულარიზაცია გავუწიო ფრისტაილს, რომელიც ტექნიკურ, საჰაერო-აკრობატულ დისციპლინებს აერთიანებს. ჩვენი მთავარი გზავნილია უსაფრთხოების წესების დაცვა ექსტრემალურ სპორტში, განსაკუთრებით კი ჩემს მიმართულებაში, რადგან ტრავმული სპორტია და ამის გამო ხშირად გვიწევს ხოლმე პაუზის აღება. შესაბამისად, უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“.
„ვაით რებითსის“, „ვოლვო ქარ საქართველოს“ და ბუთა ელოშვილის თანამშრომლობის ფარგლებში, გუდაურის „ვაით რებითსის“ პარკში მუსიკალური საღამოებიც დაიგეგმა. სამთო-სათხილამურო კურორტზე ჰიპ-ჰოპ ღონისძიება და სპორტული შეჯიბრება 25 თებერვალს უკვე გაიმართა. 25 მარტს კი გუდაურის სტუმრებისათვის ქართული ბენდი, „ქვემეხი“ იმღერებს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















