32 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა საბერძნეთში მატარებლების შეჯახების შედეგად

საქართველო, თბილისი - 10:41 | 01.03.2023
ნანახია: 681

სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა საბერძნეთში, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად. მედიის ცნობით, კრიტიკულად მძიმეა 25 დაშავებულის მდგომარეობა.

სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო მატარებელი კი – თესალონიკიდან ლარისში. სამგზავრო მატარებელში 350-მდე ადამიანი იმყოფებოდა. შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის ოთხი ვაგონი რელსებიდან გადავარდა და ერთს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ორი ვაგონი თითქმის მთლიანად განადგურებულია.

კატასტროფის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე