საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:15 | 02.03.2023
ნანახია: 537

საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის განაცხადებით, ინციდენტის გამომწვევ მიზეზად ადამიანური ფაქტორი სახელდება.

დაკავებულია სადგურის ხელმძღვანელი, რომელსაც არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება აქვს წაყენებული. ბრალეულობას უარყოფს და მომხდარს ტექნიკურ გაუმართაობით ხსნის.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა ტრანსპორტის მინისტრი.

სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო მატარებელი კი – თესალონიკიდან ლარისში. სამგზავრო მატარებელში 350-მდე ადამიანი იმყოფებოდა. შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის ოთხი ვაგონი რელსებიდან გადავარდა და ერთს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ორი ვაგონი თითქმის მთლიანად განადგურდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე