საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) ბიზნეს ფორუმი ქუთაისში გაიმართება
საქართველო, თბილისი - 10:55 | 03.04.2023 ნანახია: 5255
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით საინტერესო ინიციატივებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია Loialte-სთან ერთად, 4 აპრილს, ქუთაისში მასშტაბურ ბიზნეს ფორუმს გამართავს. თემა დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეძღვნება.
შეხვედრაზე მოხსენებით საქართველოს ბანკის წარმომადგენლები: რუსუდან ბარათაშვილი და ლევან თეთრაძე წარდგებიან, რომლებიც ბუღალტერიის განვითარების პროგრამასა და დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე - ფაქტორინგზე ისაუბრებენ.
ფორუმზე მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საჯარო, ასევე კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ესენი არიან: საქართველოს ეროვნული ბანკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), სოფლის განვითარების სააგენტოს და აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს წარმომადგენლები, რომლებიც ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავენ.
ფორუმზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: დაფინანსების ალტერნატიული წყაროები; ბუღალტერიის გაციფრულების პროგრამა; დაფინანსების მოძიების შესაძლებლობა საერთაშორისო ინსტიტუტებისგან; საგრანტო და თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამები და სხვა.
„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს საინტერესო შეხვედრების ორგანიზებას, განსაკუთრებით რეგიონებში. ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომა ჯერ კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ ქუთაისში SMEDA-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რათა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცნოთ თუ რა შესაძლებლობები აქვთ ბიზნესის განვითარებისთვის. ფორუმზე დამსწრე აუდიტორია მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას მიიღებს. მაგალითისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი ციფრული ბუღალტერია, როგორ დაეხმარება ის მათ და როგორ წარმართონ კიდევ უფრო მარტივად საკუთარი საქმიანობა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათაშვილმა.
დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლას აღნიშნულ ბმულზე შეძლებენ.
ინფორმაციისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA) წევრობაზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის მიზანია, იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდასა და განვითარებას. SMEDA პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















