Tegeta Truck & Bus-მა 2023 წელი გაყიდვების 84%-იანი ზრდის მაჩვენებლით დაასრულა
საქართველო, თბილისი - 18:34 | 23.02.2024 ნანახია: 3491
2023 წელი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Truck & Bus-მა მასშტაბური ადგილობრივი თუ რეგიონული პროექტებით დახურა. გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებელი, საერთაშორისო ჯილდოები და ტენდერები - ასეთი იყო 2023 წელი MAN-ის ოფიციალური დილერისთვის საქართველოში.
კომპანიის ისტორიაში პირველად, კომერციულ და კერძო სეგმენტზე, ჯამურად, 226 ერთეული ტექნიკა გაიყიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია. Tegeta Truck & Bus-მა, როგორც გერმანული ბრენდის, MAN-ის ოფიციალურმა იმპორტიორმა, საუკეთესო შედეგი აჩვენა ამ ბრენდის ორიგინალი ნაწილების რეალიზაციაში, შედეგად კომპანიამ 2023 წელს გაყიდვების მიმართულებით შთამბეჭდავ 84%-იან ზრდას მიაღწია.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „გასული წელი Tegeta Truck & Bus-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო როგორც კომერციული, ისე ავტობუსების ბიზნესის მიმართულებით. უშუალოდ კომერციული ტექნიკის რეალიზაციაში 113%-იანი ზრდა ვაჩვენეთ. გარდა ამისა, 2023 წელს MAN-ის ტექნიკა იმაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა, ვიდრე გასულ სამ წელში ჯამურად. გაყიდვების კუთხით მეორე ადგილზეა ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი HINO, რომელიც სადისტრიბუციო სეგმენტზეა გათვლილი. გასულ წელს კომპანია „ჰერცს“ HINO-ს 60 ერთეული ტექნიკა გადავეცით. 2023-ში წარმატებით გაიყიდა Tegeta Truck & Bus-ის პორტფელში შემავალი ახალი ჩინური ბრენდის, XCMG-ის ტექნიკა, რომელიც გამოირჩევა სანდოობითა და ხარისხით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრენდს ჩვენი მომხმარებელი ჯერ არ იცნობდა, 40 ერთეულის რეალიზაცია შევძელით და ამ მაჩვენებელს წელს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ“.
გასული წელი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო რეგიონში განხორციელებული პროექტების მიმართულებითაც. ქართულმა კომპანიამ EBRD-ის საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში, ერევნის მუნიციპალიტეტს 87 ერთეული კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე, 12C ტიპის, MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსი გადასცა. ეს იყო „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ პირველი ნაბიჯი საერთაშორისო არენაზე, MAN-ის ბრენდთან ერთად.
Tegeta Truck & Bus-მა EBRD-ის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 18-მეტრიანი ავტობუსების ტენდერშიც გაიმარჯვა. ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების 50 ერთეული კომპანიამ უკვე შემოიყვანა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადასცა. ავტობუსები კონკრეტულ მარშრუტებზე თბილისში უკვე გადაადგილდება. წლის ბოლომდე კი მუნიციპალური ავტოპარკი, ჯამში, 160 ერთეული თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებით განახლდება. ავტობუსებს ტექნიკურ მომსახურებას უწევს „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ გამოცდილი მექანიკოსების 30-კაციანი გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მუნიციპალური ტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობაზე. 2023 წელს ავტობუსებზე 17 000-მდე ინდივიდუალური სერვისი განხორციელდა.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „რაც შეეხება კომერციული ტექნიკის მომსახურებას, თბილისში, „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში, ფუნქციონირებს MAN-ის ავტორიზებული სერვისცენტრი. თითქმის დასრულებულია გერმანული ბრენდის მეორე სერვისცენტრის ავტორიზაცია, რომელიც ქუთაისში იხსნება. გარდა ამისა, დაწყებულია მუშაობა და წელს დასრულდება გეზ-ის ობიექტი, სადაც იქნება სატვირთოების ყველაზე დიდი სერვისცენტრი მთელ ამიერკავკასიაში, რომელსაც ასევე ექნება MAN-ის ავტორიზაცია“.
Tegeta Truck & Bus-ის პორტფელს 2023 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაემატა. გარდა ამისა, კომპანიამ გადადგა პირველი ნაბიჯები ელექტროტექნიკის რეალიზაციის მიმართულებით.
ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „2023-ში დავიწყეთ ჩინური XCMG-ის ბრენდით აქტიურად ოპერირება სატვირთო ტექნიკის ბაზარზე. საქართველოში ჩინური ტექნიკის სეგმენტი მზარდია და ვფიქრობთ, XCMG-ის ბრენდი ამ ბაზარზე ჩვენი მთავარი დასაყრდენი იქნება. ასევე გადავდგით პირველი ნაბიჯები ელექტროტექნიკის მიმართულებით და შემოვიყვანეთ „ცენტროს“ ბრენდის, სრულად ელექტრული, მიკროავტობუსის ტიპის სადისტრიბუციო მანქანები“.

„თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ წარმატებულმა საქმიანობამ გასულ წელს საერთაშორისო აღიარებებიც მოიპოვა. მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც 71 ქვეყნის იმპორტიორი ესწრებოდა, MAN-ის მეორადი ტექნიკის გაყიდვების მაღალი მაჩვენებლის გამო, კომპანიამ მიიღო ჯილდო - MAT TopUsed Best Practice. მეორე საერთაშორისო აღიარება კი დუბაიში მოიპოვა, სადაც გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო მარკეტინგული პრაქტიკა EMEA/CIS ქვეყნებში“.
წარმატებული 2023-ის შემდეგ Tegeta Truck & Bus-ს ამბიციური გეგმები აქვს 2024 წლისთვის. კომპანია გეგმავს 300 ერთეულამდე ტექნიკის რეალიზაციას, თავის პორტფელში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების დამატებას, ელექტრიფიცირების მიმართულების გააქტიურებას, ჩინური ტექნიკის ბაზარზე პოზიციების გამყარებასა და MAN-ის ბრენდის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას.
--
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















