„თეგეტა აკადემიამ“ ELECTUDE-ის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საქართველო, თბილისი - 12:47 | 21.03.2024 ნანახია: 4788
„თეგეტა აკადემიამ“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო/სახელმწიფო კოლეჯებისა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიება საავტომობილო სიმულაციური ციფრული სასწავლო პლატფორმა ELECTUDE-ის გაცნობას დაეთმო, რომელიც სწავლების სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს ქმნის.
„თეგეტა აკადემიაში“ გამართული საინფორმაციო ხასიათის ღია კარის დღე მიზნად ისახავდა პროფესიული მასწავლებლებისთვის, კერძო და საჯარო კოლეჯებისა და, ზოგადად, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ELECTUDE-ის შესაძლებლობების გაცნობას. დაინტერესებულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, გაეგო, რას წარმოადგენს, რა მიზნით გამოიყენება, რა თეორიულ-ტექნიკურ ცოდნას იძლევა ციფრული სასწავლო პლატფორმა და რა შრომას გაუადვილებს ის პროფესიულ მასწავლებლებს, ლექტორებსა თუ სტუდენტებს.
ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „თეგეტა აკადემია“ ჰოლანდიური კომპანიის ELECTUDE-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. პლატფორმაზე მუშაობა „თეგეტა აკადემიამ“ 2021 წელს დაიწყო. სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი სირთულე იყო ენის ბარიერი, უცხოენოვანი ლიტერატურა. ეს პრობლემა მოვხსენით - მასალები ითარგმნა და პლატფორმაზე წარმოდგენილია 600-ზე მეტი მოდული, რაც საშუალებას იძლევა, რამდენიმე სრულყოფილი სასწავლო კურსი მთლიანად ქართულ ენაზე შეიქმნას.
„ელექტუდის“ მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის მნიშვნელოვნად ამარტივებს ავტოინდუსტრიის სფეროში ხანგრძლივ სასწავლო პროცესს. „ელექტუდის“ მონაწილეს პლატფორმა ტექსტური სახით აწვდის ინფორმაციას ამა თუ იმ აგრეგატის მუშაობის შესახებ, შემდეგ კი მას იქვე აქვს საშუალება, სხვადასხვა სიმულაციას მიმართოს და თვალსაჩინოდ აღიქვას მასალა. პლატფორმის უპირატესობაა ისიც, რომ ინფორმაცია ერთ სივრცეშია თავმოყრილი, არ გიწევს მისი სხვადასხვა ვებგვერდზე შეგროვება, ლიტერატურის ძებნა. მეორე მხრივ, მასწავლებლებსა და ტრენერებს „ელექტუდი“ სტუდენტის მიერ კონკრეტულ მოდულზე დახარჯული დროის მონიტორინგის, პროგრესის შეფასების, ტესტების ელექტრონულად გასწორების საშუალებას აძლევს. ეს ამარტივებს სასწავლო პროცესს, ამცირებს სწავლის ხანგრძლივობას და როგორც მასწავლებლებისთვის, ისე ტრენინგის მონაწილეებისთვის გაცილებით სასიამოვნოს ხდის სასწავლო პროცესს. ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია უფრო ფართო მასშტაბებზე გავიდეთ და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შევთავაზოთ ეს პლატფორმა“.
ELECTUDE სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმაა, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით დაინერგა და 3000-ზე მეტ მოდულს აერთიანებს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით. მოდულები თემატიკისა და სირთულის მიხედვითაა დაყოფილი. პლატფორმა ავტომობილების აგებულებისა და მუშაობის პრინციპების შესწავლის საშუალებას მაღალი დონის ინტერაქციისა და სიმულაციების გზით იძლევა.
„ელექტუდი“ შესაძლებელს ხდის, რომ სასწავლო მოდულები სტუდენტებისა და პროფესიული კოლეჯის მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს, გამოცდილებასა და სასწავლო მიზნებს მოერგოს. სტუდენტის ქვიზებისა და ტესტების შედეგები თუ მის მიერ მოდულზე დახარჯული დროის ხანგრძლივობა პლატფორმაზე ავტომატურად ინახება. „ელექტუდი“ ლექტორებსა და მასწავლებლებსაც უმარტივებს საქმიანობას - მათ აღარ უხდებათ ქვიზებისა თუ ტესტების ფურცელზე გასწორება, რაც დროის დაზოგვისა და შეფასების პროცესის გამარტივების შესაძლებლობას ქმნის.
„ელექტუდის“ ყველა სასწავლო მოდული ვიზუალურად იოლად აღსაქმელია. მონაწილეებს შეუძლიათ, სიმულაციურად გაეცნონ ავტომობილის ამა თუ იმ აგრეგატის დანიშნულებასა და მუშაობის პრინციპს. პლატფორმა ახალ, გამარტივებულ შესაძლებლობებს აჩენს საავტომობილო სფეროში დასაქმებული პირებისთვის: მექანიკოსებისთვის, ავტოასისტენტებისთვის, გაყიდვების კონსულტანტებისთვის, მძღოლებისთვის და სხვა.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















