როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
საქართველო, თბილისი - 14:10 | 16.04.2024 ნანახია: 5160
ზაფხულის მოახლოებასთან და ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა იცოდეს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის, რათა იმგზავროს უსაფრთხოდ და კომფორტულად.
რას უნდა მიექცეს ყურადღება, ავტომობილის რომელი დეტალები უნდა შემოწმდეს და როდის დაიწყოს მძღოლმა ზაფხულის სეზონისთვის მზადება, ამის შესახებ „თეგეტა მოტორსის“ სერვისის ოპერაციების მენეჯერმა, ლაშა ჭიტაძემ ისაუბრა.

რომელი დეტალების შემოწმებით იწყება ავტომობილის მომზადება ზაფხულის სეზონისთვის?
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია საბურავების შეცვლა, შემდეგი უკვე აკუმულატორის, საცხებ-საპოხი მასალების, გაგრილების სისტემის, სამუხრუჭე სისტემისა და, ზოგადად, სავალი ნაწილის დეტალების შემოწმებაა.
რატომ არის მნიშვნელოვანი, ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, შეიცვალოს საბურავები? რა სხვაობაა ზაფხულისა და ზამთრის საბურავებს შორის?
როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს აჭარბებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ზამთრის საბურავების შეცვლის დროა. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა და როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე ძალიან საიმედოა. რაც შეეხება ზამთრის საბურავს, მაღალი ტემპერატურის პირობებში ის გარკვეულწილად რბილდება და შედეგად, წვიმიან და სველ გზებზე გადაადგილებისას, სამუხრუჭე მანძილი იზრდება. ზაფხულის საბურავს, ზამთრის საბურავებთან შედარებით, მაღალი ტემპერატურის დროს ნაკლები ცვეთა აქვს და ნებისმიერი მანევრის შესრულება უფრო უსაფრთხოდ შეუძლია.
რა გავლენას ახდენს ტემპერატურის ცვლილება აკუმულატორზე და რატომ არის მისი შემოწმება აუცილებელი ზაფხულის მოახლოებასთან ერთად?
აკუმულატორი დაბალი ტემპერატურის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური დეტალია. ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება და შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს, ამიტომ, როგორც კი დათბება, აუცილებლად უნდა შევამოწმოთ აკუმულატორი და, საჭიროების შემთხვევაში, ვიზრუნოთ მის ჩანაცვლებაზე, რადგან წინასწარ ვერ განსაზღვრავ, რა დროს გამოვა მწყობრიდან. შეიძლება ერთ დღეს უპრობლემოდ დაიქოქოს, მაგრამ მეორე დილით გაუჭირდეს ან საერთოდ ვერ დაიქოქოს.
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, რას უნდა მიექცეს ყურადღება გაგრილების სისტემაში?
თბილი სეზონის მოახლოებასთან ერთად, გაგრილების სისტემაში აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ფრეონის დონე, რადგან, თუ ის შემცირებულია, კონდიციონერის გამოყენებისას ავტომობილი უფრო მეტ საწვავს მოიხმარს და სალონიც კარგად არ გრილდება.
აქვე ყურადღება მინდა გავამახვილო ჰაერისა და სალონის ფილტრების შეცვლაზე, რაც პირდაპირ კავშირში არ არის სეზონურობასთან, თუმცა აუცილებელია, ავტომობილის ზაფხულისთვის მომზადების დროს ამ დეტალებსაც მიექცეს ყურადღება. როგორც წესი, ჰაერისა და სალონის ფილტრები ძრავის ზეთთან ერთად იცვლება, თუმცა, ზოგადად, რაც უფრო ხშირად შევცვლით ამ დეტალებს, მით უფრო სუფთა ჰაერს მოიხმარს ძრავა და სალონიც გაცილებით სუფთა ჰაერით იქნება უზრუნველყოფილი.
რაც შეეხება საცხებ-საპოხ მასალებს, რატომ არის მნიშვნელოვანი მისი შემოწმება და დროულად შეცვლა?
ზოგადად, საცხებ-საპოხი მასალები, მაგალითად, ძრავის ზეთი, სეზონურობით არ გამოირჩევა, ის ნებისმიერ სეზონზე უნდა შეიცვალოს გარბენის გათვალისწინებით, მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზამთარში ძრავა მაღალი დატვირთვით მუშაობს და ზეთს რესურსი უფრო მალე ეწურება. შესაბამისად, თუ ზეთი დროულად არ შეიცვლება, შესაძლოა, ძრავის რომელიმე შიდა დეტალი დაზიანდეს ან ცვეთა მოემატოს.
აქვე აღვნიშნავ, არსებობს მითი, რომ ზაფხულში უფრო თხელი სიბლანტის ზეთი უნდა გამოვიყენოთ, ხოლო ზამთარში - სქელი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ავტომობილის ძრავაში ისეთი სიბლანტის ზეთი უნდა ჩავასხათ, როგორიც მწარმოებლის რეკომენდაციებშია გაწერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ძრავა სერიოზულად დაზიანდეს.
აუცილებელია თუ არა ზამთრის გასვლისთანავე შემოწმდეს ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა?
სამუხრუჭე სისტემის შემოწმება სეზონურობასთან პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზამთარში ყინულიან და თოვლიან გზაზე გადაადგილებისას მუხრუჭს უფრო ხშირად ვიყენებთ, იმატებს სამუხრუჭე დისკებისა და ხუნდების ცვეთის ალბათობა, ამიტომ, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ამ დეტალების შემოწმებაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სამუხრუჭე სითხეს, არსებობს მითი, რომ მისი შეცვლა საჭირო არ არის, რეალურად კი, როგორც ყველა სითხეს, მასაც აქვს სამუშაო რესურსი და როგორც კი ამ რესურსს ამოწურავს, აღარ იქნება ეფექტიანი, ამიტომაც უნდა გადამოწმდეს მისი დონე და დუღილის ტემპერატურა.
არის თუ არა რაიმე დეტალი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიბრიდებსა და პლაგინ ჰიბრიდ ავტომობილებში?
ჰიბრიდების შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს ჰიბრიდის გაგრილებისა და ძრავის გაგრილების სისტემას. ზამთრის შემდეგ უნდა შემოწმდეს ანტიფრიზის დონე და რესურსი, რომ ძრავის გაგრილების სისტემა იყოს დაცული.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სეზონისთვის ავტომობილების დიაგნოსტიკას და საჭირო დეტალების შეცვლას „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში შეძლებთ. პროდუქტებზე იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, როგორც MOTUL-ის ზეთებზე, CONTINENTAL-ის საბურავებზე, VARTA, EXIDE და ENERGIZER აკუმულატორებზე, ასევე TRW სამუხრუჭე სისტემაზე. სავალი ნაწილის შემოწმების სერვისს კი უფასოდ მიიღებთ.
__
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















