Zeekr 001-მა და Zeekr X-მა უსაფრთხოების ყველაზე მაღალი, 5-ვარსკვლავიანი შეფასება მიიღეს
საქართველო, თბილისი - 18:23 | 06.06.2024 ნანახია: 2117
სრულიად ელექტრო ავტომობილებმა Zeekr 001-მა და Zeekr X-მა ევროპული და მწვანე მანქანების შეფასების პროგრამისგან (EURO NCAP და Green NCAP) უსაფრთხოების მაქსიმალური, 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი მოიპოვეს. აღნიშნული ავტომობილები მოდულური ელექტრომობილის პლატფორმის SEA (Sustainable Experience Architecture) პრინციპების საფუძველზე შეიქმნა.
Zeekr 001-ის და Zeekr X-ის მოპოვებული 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი Euro NCAP-ისგან, ყველაზე მაღალი შედეგია მსოფლიოში, მომხმარებელთა უსაფრთხოების შეფასების რეიტინგში. 2024 წლის შეფასების პარამეტრები კიდევ უფრო მკაცრი იყო, ვიდრე წინა წლებში. Zeekr-ის ორივე მოდელმა მაქსიმალური, 5-ვარსკვლავიანი შეფასება Green NCAP-ის რეიტინგის მიხედვითაც მიიღო. აღნიშნული შედეგები ნათლად ასახავს Zeekr-ის ავტომანქანების უსაფრთხოების თანამედროვე, გაუმჯობესებულ მახასიათებლებს და მათ მიერ შეტანილ წვლილს მდგრად განვითარებაში.
ელექტრო ავტომანქანებმა Zeekr 001-მა და Zeekr X-მა უსაფრთხოების უმაღლესი რეიტინგი შეჯახებისგან დაცვის ეფექტური, მაღალი დონის სისტემის წყალობით მოიპოვეს. ის უზრუნველყოფილია 720-გრადუსიანი, შესანიშნავი წრიული ხილვადობის მქონე ავტომანქანის ძარის სტრუქტურით და ძლიერი, თერმოფორმირებული ფოლადით. მოდელის ყველა ვარიანტი აღჭურვილია უსაფრთხოების 7 ბალიშით (აირბაგით), რომლებიც შეჯახების შემთხვევაში გაბერილ მდგომარეობაში რჩება 6 წამის განმავლობაში.

უსაფრთხოების სისტემების სრული კომპლექტი უზრუნველყოფს მძღოლის დამხმარე მოწინავე ტექნოლოგიებს. მათ შორის დახვეწილი ავტონომიური გადაუდებელი დამუხრუჭების სისტემა (AEB), რომელიც დროულად ამოიცნობს და რეაგირებს ადამიანის შემჩნევისას; ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა (LKA), რომელიც ეხმარება ყურადღებაგაფანტულ მძღოლებს, დარჩნენ სამოძრაო ზოლში; და მძღოლის მდგომარეობის მონიტორინგის სისტემა (DMS), რომელიც ოპერატიულად აფრთხილებს მძღოლს დაღლილობის ან ყურადღების გაფანტვის ნიშნების შესახებ.
Zeekr 001-მა და Zeekr X-მა ასევე მიიღეს 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი Green NCAP-ის მიერ ჩატარებული შეფასების ფარგლებში. მოდულური ელექტრომობილის პლატფორმის SEA (Sustainable Experience Architecture) მაღალი ინტეგრირებული ეფექტურობის წყალობით, ორივე მოდელმა შეამცირა ენერგიის მოხმარება და გაზარდა სვლის მარაგი რეალურ სამყაროში.

Zeekr-ის შესახებ
Zeekr-ი Geely Holding Group-ში შემავალი გლობალური ბრენდია, რომელიც პრემიუმ კლასის მაღალტექნოლოგიურ ელექტრომობილებს აწარმოებს. Zeekr-მა ავტომობილების წარმოება 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, რის შემდეგაც კომპანიამ უკვე 240,000-ზე მეტი მანქანის რეალიზაცია შეძლო, მათ შორისაა Zeekr 001, Zeekr 001 FR, Zeekr 009 MPV და Zeekr X.
კომპანია Zeekr-ი მოწოდებულია, შექმნას სრულად ინტეგრირებული, მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემა ინოვაციების გამოყენებით, რომელიც საბოლოოდ კომპანიის სახელმძღვანელო სტანდარტად გარდაიქმნება. ბრენდი იყენებს SEA (Sustainable Experience Architecture) მოდულური ელექტრომობილის პლატფორმას, რომელიც შექმნილია Geely Automobile Holdings-ის მიერ. გარდა ამისა, ფლობს აკუმულატორების წარმოების საკუთარ ტექნოლოგიებს, აკუმულატორების მართვის სისტემებს, ელექტროძრავის ტექნოლოგიებსა და ელექტრომობილების მიწოდების უწყვეტ ჯაჭვს. Zeekr-ის ღირებულებებია თანასწორობა, მრავალფეროვნება და მდგრადობა.
Zeekr-ის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები განლაგებულია შვედეთში, კერძოდ გოტებურგში, ხოლო ჩინეთში - შანხაისა და ნინგბოში. ბრენდი ამაყობს თავისი უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობით და მსოფლიო დონის გამოცდილებით. გოტებურგსა და შანხაიში დაფუძნებულ Zeekr-ის გლობალური დიზაინის განყოფილებაში (Zeekr Global Design) მუშაობს საერთაშორისო ექსპერტების გუნდი.
კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ გეგმავს ავტომობილების რეალიზაციას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში. ელექტრომობილებზე სწრაფად მზარდი გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბრენდს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საკმაოდ ამბიციური განვითარების გეგმა აქვს.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















