„ZEEKR საქართველო“ - კიდევ ერთი მსოფლიო გიგანტი „თეგეტა ქარსის“ პორტფელში
საქართველო, თბილისი - 14:26 | 04.07.2024 ნანახია: 3394
„თეგეტა ქარსმა“ ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, ZEEKR, ქართველ მომხმარებელს ოფიციალურად წარუდგინა. ახალი საავტომობილო ბრენდის პრეზენტაციას, რომელიც „ფალესტრაში“ გაიმართა მედიის წარმომადგენლები, საერთაშორისო სტუმრები ZEEKR-ის გლობალური წარმომადგენლობიდან და კომპანიის პარტნიორები ესწრებოდნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ბრენდის სამი წამყვანი მოდელი - ZEEKR 001, ZEEKR X და ZEEKR 007 - პირველებს ენახათ და შეეფასებინათ.

გიორგი შაქარაშვილი, „ZEEKR საქართველოს“ კომერციული დირექტორი: „საავტომობილო სფეროში ელექტრომიმართულების განვითარების ხელშეწყობას „თეგეტა ქარსი“ უფრო თამამი ნაბიჯებით აგრძელებს. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ქართველ მომხმარებლებს კიდევ ერთი, სრულიად ახალი, ინოვაციური ბრენდი წარვუდგინოთ. ZEEKR არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე მაღალი კლასის ავტომობილების მიმართულებით.
„თეგეტა ქარსი“ მომხმარებლის მოთხოვნას ყოველთვის სწავლობს და შესაბამისად მოქმედებს. ქართულ ბაზარზე ZEEKR-ის მოდელების მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო. პრემიუმ კლასის ელექტრომობილებს საქართველოში საიმედო პარტნიორი სჭირდებოდა და გადავწყვიტეთ, ჩვენ ვყოფილიყავით პირველები, ვინც ZEEKR-ის ბრენდს ოფიციალურად წარმოადგენდა.
ამჟამად მიმდინარეობს შოურუმის მშენებლობაც და მალე მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, „ZEEKR საქართველოს“ ესტუმროს, მანამდე კი დროებით შოურუმში უკვე შესაძლებელია ZEEKR 001, ZEEKR X და ZEEKR 007-ის ხილვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შოურუმში წარმოვადგენთ ZEEKR-ის მიერ სპეციალურად ევროპის ბაზრისთვის წარმოებულ ოფიციალურ მოდელებს, რომლებსაც ექნება ინგლისური ენა და CCS2-ის დამტენის პორტები, რაც საქართველოში ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილებას კომფორტულს გახდის“.

ZEEKR-ის ევროპული სტანდარტით შექმნილი მოდელები, ZEEKR 001 და ZEEKR X სმარტ დივაისის მსგავსად, მობილური ტელეფონით იმართება და აქვს მოდერნიზებული ანგარიში. ელექტრომობილები აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით - ადაპტირებული კრუიზკონტროლით, შეჯახების საწინააღმდეგო სისტემით, 14 კამერითა და რადარებით. ისინი გამოირჩევა სპორტული მახასიათებლებით, სტანდარტული და პნევმატიკური დაკიდების სისტემებით. ZEEKR-ის ბრენდის ელექტრომობილებს აქვს სიმაღლის რეგულირების საშუალება საფარის შესაბამისად და ასევე, მართვის ხუთი განსხვავებული რეჟიმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილებს ერთი დამუხტვით 620 კილომეტრამდე გავლა შეუძლიათ, რაც საქართველოში ბაზარზე არსებულ ელექტრომობილებში რეკორდული მაჩვენებელია. გარდა ამისა მომხმარებელს შეუძლია ავტომობილის წინასწარი შეკვეთისას ექსტერიერის ფერი და დისკის ზომა საკუთარი სურვილით შეარჩიოს.

რაც შეეხება ZEEKR 007-ს ის წარმოადგენს ელეგანტურობისა და მოწინავე ტექნოლოგიების კომბინაციას. სხვა მოდელების მსგავსად აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით. მულტიმედიური სისტემა გთავაზობთ ხმის მართვის ფუნქციას, რომელიც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ მანქანის სხვადასხვა ფუნქციები თქვენი ხმით. ეს უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ კომფორტს და უსაფრთხოებას მართვის დროს, რაც საშუალებას გაძლევთ დარჩეთ გზაზე ორიენტირებული.

ბრენდი, რომელიც 2021 წელს დაარსდა, სწრაფად ითვისებს ევროპულ ბაზარსა. ZEEKR-ის მოდელები უკვე იყიდება შვედეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში.
„ZEEKR საქართველო“ მომხმარებელს ჰპირდება, რომ 2025 წლის დასაწყისიდან 001 მოდელის 1250-ცხენისძალიან ვერსიასაც შესთავაზებს, რომლის აჩქარებაც 1,9 წამია. პორტფელში ასევე დაემატება 7-ადგილიანი პრემიუმ კლასის სრულად ელექტრული მინივენი და კიდევ რამდენიმე ახალი მოდელი, შედეგად კი ინოვაციური ბრენდის სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი.
პირველი მოდელების ფასი, რომლებსაც „ZEEKR საქართველო“ წარმოადგენს, 35 000-დან 63 000-მდე დოლარის ეკვივალენტით ლარში მერყეობს და მათი გაყიდვები უკვე დაწყებულია.
--
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian – კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა, კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, „თეგეტა ქარსი“ არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
---
Geely Holding Group 1986 წელს დაარსდა, ხოლო საავტომობილო ინდუსტრიაში 1997 წლიდან შევიდა. მას შემდეგ ბრენდის ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი გამოიკვეთა. მათ შორის აღსანიშნავია ბრენდის მიერ Volvo Cars-ის შეძენა. გარდა Volvo Cars -ისა, Geely Group აერთიანებს ისეთ ავტომწარმოებლებს, როგორებიცაა: Smart, Polestar, Lynk & Co, Zeekr, Lotus და ა.შ
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















