„თეგეტა ქალებისთვის“ - მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო
საქართველო, თბილისი - 16:36 | 20.08.2024 ნანახია: 3244
„თეგეტა აკადემიაში“, პროექტის „თეგეტა ქალებისთვის“ ფარგლებში, მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო. პროექტი შესაძლებლობას აძლევს სფეროთი დაინტერესებულ ქალებს, უსასყიდლოდ გაიარონ თეორიული და პრაქტიკული სწავლება და დაეუფლონ ახალ პროფესიას. 117-მდე კანდიდატიდან გასაუბრების საფუძველზე შერჩეულმა 8 სტუდენტმა აკადემიაში სწავლა 19 აგვისტოს დაიწყო. მათ სწავლის დაწყება „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ქავთარაძემ და მენეჯმენტის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
პროექტის მონაწილეები ავტომობილის ზოგადი აგებულების თეორიული კურსის გავლის შემდეგ გამოცდილი მენტორების დახმარებით მათთვის საინტერესო მიმართულების პრაქტიკულ ნაწილს დაეუფლებიან. მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა „თეგეტა აკადემიაში“ კონკრეტულად ქალებისთვის განკუთვნილი პირველი კურსია. სწავლებისა და სტაჟირების ეტაპი 6 თვიდან 1 წლამდე გრძელდება, შესაბამისი მიმართულების მიხედვით. თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკული მიმართულებები მოიცავს როგორც სავალი ნაწილის შეკეთებას, ისე ელექტროდიაგნოსტირებასა და სწრაფი სერვისების ნაწილს.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა „თეგეტა აკადემიაში“ დიდი ხანია გვაქვს და ახლა შევეცადეთ, უფრო სტრუქტურული სახე მიგვეცა და ქალებს დავხმარებოდით პროფესიის შეძენაში. შევიმუშავეთ მოდელი, რომლის ფარგლებშიც აპლიკანტები 1 თვის განმავლობაში „თეგეტა აკადემიაში“ ინტენსიურ თეორიულ ტრენინგს გაივლიან და შეისწავლიან მსუბუქი ავტომობილის საბაზისო აგებულებას ყველა მიმართულებით. ამის შემდეგ აკადემია უზრუნველყოფს „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრში პრაქტიკის გავლას, სადაც პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, არჩეული მიმართულების მიხედვით პრაქტიკული ცოდნა შეიძინონ გამოცდილ მენტორებთან. მიმართულების არჩევა დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, მონაწილეების სურვილზე და, მეორე მხრივ, ტრენინგების მიმდინარეობისას მათ მიერ გამოვლენილ შესაძლებლობებზე. აპლიკანტები ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობის განმავლობაში, შესაბამისი უნარების გამოვლენის შემთხვევაში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ „თეგეტაში.“
ვერიკო სიტნიკოვი, "თეგეტა ჰოლდინგის" ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა „თეგეტა ჰოლდინგში“ უკვე წლებია მოქმედებს. ეს არის უნიკალური შანსი პროფესიის შეძენისა და ავტოინდუსტრიაში დასაქმების მსურველებისთვის. ამჯერად განსაკუთრებული შესაძლებლობა შევუქმენით ქალებს და მათთვის პროგრამა „თეგეტა ქალებისთვის“ დავგეგმეთ. გვიხარია, რომ პროექტით დაინტერესება უპრეცენდენტოდ მაღალი იყო. 117 განაცხადიდან, გასაუბრების საფუძველზე შევარჩიეთ 8 კანდიდატი. ერთთვიანი თეორიული სწავლის შემდეგ, მოსწავლე მექნიკოს ქალებს, მათივე ინტერესებისა და „თეგეტა აკადემიის“ მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი მიმართულებით გაიარონ პრაქტიკული სწავლება. პრაქტიკას „თეგეტა მოტორსის“ სერვისის მიმართულება და გამოცდილი, პროფესიონალი, პრაქტიკოსი მენტორები უზრუნველყოფენ. სასწავლო და პრაქტიკული კურსი, ისევე როგორც სტიპენდია, სრულად დაფინანსებულია „თეგეტა მოტორსის“ მიერ. გვჯერა, რომ აღნიშნული პროგრამა ავტოინდუსტრიით დაინტერესებულ ქალებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შეუქმნის“.
ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანიაში, რომელიც მრავალი წელია ზრუნავს ავტოინდუსტრიის განვითარებაზე, სჯერათ, რომ პროფესიული არჩევანი არ შეიძლება გენდერული ნიშნით იყოს განსაზღვრული.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტაში გვჯერა, რომ პროფესიულ ინტერესს არ განსაზღვრავს გენდერი. სწორედ ამის დასტურია „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი პროგრამაც „თეგეტა ქალებისთვის“, რომლის მიზანი პროფესიული ცოდნის გაზიარების მხრივ ქალთა მხარდაჭერაა და დასაქმების სრულიად ახალ შესაძლებლობას ქმნის. აპლიკანტებს არანაირი საბაზისო ცოდნა არ მოეთხოვებოდათ, გადამწყვეტი მათი მოტივაცია და ახალი პროფესიის შეძენის სურვილი იყო. ჩვენი მიზანია გენდერულად დაყოფილ პროფესიებში ბარიერების დაძლევა, განსაკუთრებით თეგეტას საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც მუდამ ვზრუნავთ სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე. ვფიქრობ, რომ ეს კურსი ქალებს დაეხმარებათ იპოვონ მათთვის საინტერესო მიმართულება და პროფესიულად განვითარდნენ.“
პროექტის მონაწილე ქალების სწავლასა და კარიერულ განვითარებაზე „თეგეტა აკადემიის“ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მენტორები იზრუნებენ. სტუდენტებს „თეგეტა აკადემიაში“ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და კარიერის შექმნის ეტაპზე, სრული მხარდაჭერა ელით.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















