როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო გადაადგილებისათვის
საქართველო, თბილისი - 17:00 | 06.09.2024 ნანახია: 2530
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილებისას უდიდეს როლს ჩვენი ავტომობილები ასრულებს. სეზონის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილის სათანადო მომზადება მისი გამართული და შეუფერხებელი მუშაობის გარანტიაა.
უსაფრთხო მგზავრობაზე ზრუნვა „თეგეტა მოტორსის“ მთავარი საზრუნავია და ავტომობილის გასამართად მომხმარებელს საშემოდგომო სეზონისთვის აქციებს სთავაზობს.
ლაშა ჭიტაძე, „თეგეტა მოტორსის“ სერვისის პროცესების მართვის ჯგუფის უფროსი: „როგორც წესი, მძღოლები ავტომობილებს ზაფხულისთვის განსაკუთრებულად ამზადებენ, რადგან ზაფხული მოგზაურობასთან და ავტომობილით სხვადასხვა რელიეფის მქონე მრავალკილომეტრიანი გზის გავლასთან ასოცირდება, შესაბამისად, მსგავსი მოგზაურობისთვის ავტომობილი ყოველმხრივ გამართული უნდა იყოს.
სეზონის ცვლილებასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების წინაპირობაა. ზაფხულისა და საზაფხულო მოგზაურობის დასრულების შემდეგ კი ჩვენს ავტომობილებს საკმაოდ დიდი მანძილი აქვს გავლილი და შემოწმება და სხვადასხვა დეტალის განახლება სჭირდება. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავტომობილის ზოგიერთ დეტალზე სეზონის ცვლილება გამორჩეულად მოქმედებს. შემოდგომის პირველ თვეებში ზაფხულთან შედარებით ტემპერატურა იკლებს, ხოლო ზამთრისთვის დამახასიათებელი ნალექის რაოდენობით არ გამოირჩევა. შესაბამისად, ავტომობილის საშემოდგომო მომზადებაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკითხია".
სექტემბრის შეთავაზებები:

30%-იანი ფასდაკლება ზაფხულის საბურავების სრულ ასორტიმენტზე
ზაფხულში მოგზაურობისას სხვადასხვაგვარი ზედაპირის მქონე გზებზე გვიწევს საკმაოდ დიდი მანძილის გავლა, რაც ყველაზე მეტად საბურავების მდგომარეობაზე აისახება. მსგავსი მოგზაურობის დასრულებისას, დიდი შანსია, რომ საბურავი დაზიანდეს და მცირე ექსპლუატაციის შემდეგ აღარ იყოს უსაფრთხო ამ საბურავებით მოძრაობა ან სულაც, შეუძლებელი გახდეს გადაადგილება. ამიტომ, მნიშვნელოვანია შემოწმდეს საბურავის ცვეთის დონე და მდგომარეობა. საჭიროების შემთხვევაში კი აუცილებლად ახალი საბურავით უნდა ჩანაცვლდეს, რომელიც შემოდგომისთვის დამახასიათებელი ჰაერის ტემპერატურასა და ამინდზე იქნება გათვლილი. 14 სექტემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსში“ შესაძლებელია ზაფხულის საბურავების სრულ ასორტიმენტზე 30%-იანი ფასდაკლებით შეძენა.

30%-იანი ფასდაკლება Shell-სა და Petronas-ის ზეთების სრულ ასორტიმენტზე
ძრავის ზეთი არის ერთ-ერთი ისეთი პროდუქტი, რომელიც მწარმოებლის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ უნდა შეიცვალოს. სტატისტიკურად ზაფხული ყველაზე მაღალი მობილობით გამოირჩევა. შესაბამისად, შემოდგომა საუკეთესო დროა იმისათვის, რომ ძრავის ზეთი განვაახლოთ და ძრავის თითოეული დეტალი დაცული იყოს კოროზიისგან, ზედმეტი ცვეთისაგან და მოულოდნელი დაზიანებისგან. 14 სექტემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსში“ შესაძლებელია ავტომობილისთვის ძრავის ზეთის 30%-იანი ფასდაკლებით შეძენა.

30%-იანი ფასდაკლება Varta, Energizer-ისა და Exide-ის აკუმულატორებზე
აკუმულატორს ავტომობილის გულსაც ეძახიან. მხოლოდ ესეც კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ ავტომობილის გამართულად და უსაფრთხო ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ზაფხულის სეზონმა შესაძლოა შეამციროს აკუმულატორის რესურსი, ვინაიდან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებამ არ არის გამორიცხული, აკუმულატორის რამდენიმე შიდა პრობლემა გამოიწვიოს, რასაც ყოველთვის ვერ შევამჩნევთ მარტივი ვიზუალური შემოწმებით. ესენია: ელექტროლიტების აორთქლება, კოროზია, სიმძლავრის დაკარგვა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მოგზაურობის შემდეგ აკუმულატორის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება. 14 სექტემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსში“ შესაძლებელია აკუმულატორების 30%-იანი ფასდაკლებით შეძენა.

30%-იანი ფასდაკლება Ate-ს და TRW-ს სამუხრუჭე სისტემაზე
წელიწადის ნებისმიერ დროს აუცილებელია ხუნდებისა და სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა. სამუხრუჭე სისტემის შემადგენელი ნაწილები, სამუხრუჭე დისკი და ხუნდი, ცვეთადი დეტალებია და დიდი მანძილის გავლის შემდეგ აუცილებელია მათი ჩანაცვლება ახალი დეტალებით. ზაფხულის მოგზაურობისა და სხვადასხვა სირთულის გზების გადალახვის შემდეგ სამუხრუჭე სისტემის ცვეთის დონე იზრდება. შესაბამისად, მოგზაურობის დასრულების შემდეგ, აუცილებლად უნდა შემოწმდეს სამუხრუჭე სისტემა. საჭიროების შემთხვევაში კი ახლით უნდა ჩანაცვლდეს, რათა ჩვენი ყოველდღიური გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო იყოს. 14 სექტემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსში“ შესაძლებელია ავტომობილისთვის Ate-ს და TRW-ს სამხრუჭე სისტემის 30%-იანი ფასდაკლებით შეძენა.
საშემოდგომო შეთავაზებებთან ერთად, მძღოლებს 14 სექტემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სერვისის სრულ ასორტიმენტზე შესაძლებლობა აქვთ 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ, სადაც პროფესიონალი და სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ მათ ავტომობილზე.
მაქსიმალური კომფორტისთვის, შესაძლებელია Tegeta shop-ით სარგებლობა და სახლიდან გაუსვლელად სასურველი პროდუქციის შეძენა. 14 სექტემბრის ჩათვლით Tegeta shop-ზე 30%-იანი ფასდაკლება მოქმედებს როგორც ზაფხულისა და ყველა სეზონის საბურავებზე, ისე Shell-ის Motul-ის, Petronas-ისა და Mobil-ის ზეთებზე. ასევე 30%-იანი ფასდაკლებაა Varta-ს, Energizer-ისა და Exide-ის აკუმულატორებზე, Ate-სა და TRW-ს სამუხრუჭე სისტემის ნაწილებზე.
__
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
- Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















