MAN-ის სატვირთო ავტომობილის შეძენა უკვე „თეგეტა ლიზინგის“ მხარდაჭერითაცაა შესაძლებელი
საქართველო, თბილისი - 12:19 | 12.09.2024 ნანახია: 2848
სატვირთოების, ავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე კომერციული ავტომობილების მწარმოებელი გერმანული პრემიუმ კლასის ბრენდის, MAN-ის სატვირთო ტრანსპორტის შეძენა „თეგეტა ლიზინგის“ მხარდაჭერითაცაა შესაძლებელი. აღსანიშნავია ის, რომ MAN-ის ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck and Bus-ია, რომელიც გერმანულ მოწინავე ბრენდს 2006 წლიდან წარმოადგენს.
ლიზინგის პირობები მთლიანად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული. ამ დროისთვის სპეციალური შეთავაზებები ვრცელდება MAN TGX-ის გამწევებზე, MAN TGS-ის სატვირთო ავტომობილებსა და MAN TOPUSED-ზე.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „თეგეტა ლიზინგთან“ პარტნიორობით სატვირთო ავტომობილების შეძენა ბევრად გამარტივებულია. ლიზინგის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს ავტომობილის შესყიდვის მომენტში არ უწევს თანხის სრულად მობილიზება, ის თანხას იხდის განსაზღვრულ პერიოდებზე, რა პერიოდებშიც მომხმარებელს უკვე ჰყავს ავტომობილი, რომლითაც შეუძლია შემოსავალი გამოიმუშაოს. პირდაპირ შესყიდვის შემთხვევაში, მომხმარებელს სხვადასხვა წყაროდან უწევს თანხის მოძიება. „თეგეტა ლიზინგით“ სარგებლობის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს სხვა კომპანიასთან თანამშრომლობა აღარ სჭირდება და შეუძლია, ხელსაყრელი პირობებით, თეგეტაშივე შეიძინოს ტექნიკა და აქვე ისარგებლოს სპეციალური სალიზინგო პირობებით, რაც გაცილებით მარტივი და კომფორტულია“.
MAN TOPUSED-ის შემთხვევაში მომხმარებელს ერთწლიანი შიდა 0%-იანი ლიზინგით სარგებლობა შეუძლია. ეს მიმართულება მომხმარებელს მეორად სატვირთო ავტომობილებს სთავაზობს. თითოეული მათგანი MAN-ის ავტორიზებული სერვისცენტრის მიერ არის შემოწმებული და სერტიფიცირებული. ნულპროცენტიანი ლიზინგის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელი არცერთი ლარით მეტს არ იხდის.
რაც შეეხება MAN TGX-ის გამწევებს, რომლებიც გამოირჩევა საიმედოობით, სიმძლავრით, ინოვაციურობითა და კომფორტით, მოქმედებს განსაკუთრებული შეთავაზება - შიდა საოპერაციო ლიზინგი სამწლიანი ვადით, მომხმარებლის 20%-იანი თანამონაწილეობით.
სამწლიანი შიდა საოპერაციო ლიზინგი ვრცელდება ასევე MAN TGS-ის სატვირთოებზე, მომხარებლის 20%-იანი თანამონაწილეობით. MAN TGS-ის სატვირთოების მთავარი მახასიათებლებია საიმედოობა და ეფექტიანობა. მისი თვითმცლელები საკარიერო სამუშაოებში გამოიყენება.
„თეგეტა ლიზინგის“ კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, საოპერაციო ლიზინგის დასრულების შემდეგ, განაახლოს, დააბრუნოს ან გამოისყიდოს სატვირთო ავტომობილი. ამისათვის „თეგეტა“ მომხმარებელს სთავაზობს ფინანსურ და საოპერაციო ლიზინგებს. ფინანსური ლიზინგის ბოლოს მომხმარებელს შეუძლია, დარჩენილი ღირებულება გადაიხადოს და ავტომობილი მის საკუთრებაში გადავა. საოპერაციო ლიზინგის შემთხვევაში კი, მომხმარებელი იხდის კონკრეტულ ყოველთვიურ გადასახადს, სარგებლობს ავტომობილით და ლიზინგის ვადის გასვლის შემდეგ ავტომობილი ლიზინგის გამცემ კომპანიას რჩება.
ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული საშუალება, ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში და, სტანდარტული სესხისგან განსხვავებით, ბევრი უპირატესობა აქვს. „თეგეტა ლიზინგის“ შექმნის მიზანიც სწორედ მომხმარებლებისთვის დასავლური გამოცდილების გაზიარება და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნაა.
__
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















