Geely, Mazda და Auto Gallery - „თეგეტას“ მულტიბრენდული შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 16:02 | 17.09.2024 ნანახია: 3695
- პირველი ინტეგრირებული შოურუმი საქართველოში, სადაც ავტომობილები, განსხვავებული იდენტობით, ერთ სივრცეში გაერთიანდა
- საავტომობილო კომპლექსის შთამბეჭდავ პრეზენტაციას 800-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა
სამი ბრენდის სრული სამოდელო რიგი და საავტომობილო სერვისი ერთ მისამართზე - Tegeta Cars_ის ახალი ინტეგრირებული შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა. საავტომობილო კომპლექსი Tegeta Cars-ში შემავალ კომპანიებს: Geely Sakartvelo-ს, Mazda Center Tegeta-სა და Auto Gallery-ს აერთიანებს. მულტიბრენდული შოურუმი მაქსიმალურად მომხმარებლის კომფორტზეა მორგებული, სადაც სრული საავტომობილო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი.

აღმაშენებლის ხეივნის №152-ში მდებარე კომპლექსის ოფიციალური გახსნის ცერემონიას 800-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. პრეზენტაციისათვის თბილისში ჩამოვიდნენ Geely-სა და Mazda-ს წარმომადგენლები. ღონისძიებას ესწრებოდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი და Mazda Global-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის გენერალური მენეჯერი მასამი იანაგავა.

პეტრე წაქაძე, მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ქართველ და უცხოელ პარტნიორებსა და მოწვეულ სტუმრებს Tegeta Cars-ის ახალ შოურუმში ვმასპინძლობთ. მთავარი იდეა კომპლექსური მომსახურების შეთავაზება იყო, შესაბამისად, 4,000 m2-მდე სივრცე კონცეპტუალურად დავტვირთეთ: ერთ შენობაში გავაერთიანეთ საექსპოზიციო დარბაზი, სრული ავტოსერვისი და სამუშაო სივრცე ჩვენი თანამშრომლებისათვის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი ერთი ვიზიტით მისთვის საჭირო ყველა მომსახურების მიღებას შეძლებს. Geely Sakartvelo-ს, Mazda Center Tegeta-სა და Auto Gallery-ს - Tegeta Cars-ში შემავალ ამ სამ კომპანიას აქამდე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი შოურუმები ჰქონდათ, სერვისისათვის კი მომხმარებელს „თეგეტას“ სხვადასხვა ფილიალებში უწევდა მისვლა. ეს მოცემულობა სრულად შევცვალეთ. უცვლელი დარჩა თეგეტას სტანდარტი და მხოლოდ ერთი ლოკაცია, სადაც ჩამოთვლილი ბრენდების ავტომფლობელები მათზე მორგებულ მომსახურებას მიიღებენ. ერთგულად მივყვებით „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ არჩეულ პოლიტიკას და გვსურს, ჩვენს მომხმარებელს ავტომობილის ფლობა მაქსიმალურად გავუმარტივოთ“.

ორსართულიანი შოურუმი მულტიბრენდულია და ოფიციალური გახსნის ცერემონიაც შესაბამისად დაიგეგმა: ღონისძიებაზე სამი ქვეყნის კულტურა გაცოცხლდა. სიმბოლურად ამომავალი მზის ინსტალაციით წარუდგინეს სტუმრების იაპონური ბრენდი Mazda. წინსვლა, მოძრაობა, მომავალი, მდგრადობა - ჩინური ავტოგიგანტის, Geely-ს მოტო კი იეროგლიფებით გამოსახეს. აღმოსავლური მოტივებისაგან სრულიად განსხვავებული სივრცე დახვდათ მოწვეულ სტუმრებს შოურუმის მეორე სართულზე, რომელიც Auto Gallery-ს ეთმობა. კომპანია, ელექტრომობილებთან ერთად წარმოადგენს მოტოციკლეტებისა და off-road ტექნიკის ისეთ ამერიკულ ბრენდებს, როგორიცაა Indian-ი და Polaris-ი. სწორედ ამ ბრენდების კონცეფციის გათვალისწინებით შენობის ეს ნაწილი ამერიკული კულტურის ელემენტებით გაფორმდა.

ელლა კამლაძე, მსუბუქი ავტომობილების ბიზნესის მარკეტინგის ხელმძღვანელი: „Tegeta Cars-ის ახალი საავტომობილო შოურუმის მთავარი მიზანი მომსახურების მაქსიმალურად გამარტივება და მომხმარებლისათვის განსხვავებული გამოცდილების შეთავაზებაა. ამ იდეას მოვარგეთ შოურუმის გახსნის ცერემონიალი და ერთ სივრცეში თავი მოვუყარეთ იმ დეტალებსა და მახასიათებლებს, რომლებიც თითოეული ამ ბრენდის იდენტობას განსაზღვრავს. Mazda-ს სივრცე ამომავალი მზის ინსტალაციით წარმოვაჩინეთ, რომელიც იაპონური კულტურის მთავარი სიმბოლოა. ბრენდი, რომლის ისტორიაც საუკუნეზე მეტს ითვლის, ხელოვნებისა და კულტურის აქტიური მხარდამჭერია. ჩინური კულტურის ელემენტებით, წარმოვადგინეთ ბრენდი Geely. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს დახვდათ მითოლოგიური დრაკონის პერფორმანსი. სრულად განსხვავებული სივრცე შევქმენით Auto Gallery-ში. Off-road-თან მიახლოებული გარემო, ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულებისათვის, ვფიქრობთ, მიმზიდველი აღმოჩნდა“.

საექსპოზიციო დარბაზებთან ერთად გახსნის საზეიმო ცერემონიისთვის შესაბამისად დაიტვირთა ავტოსერვისისათვის გამოყოფილი სივრცე, რომელიც მუსიკალურ პერფორმანსს დაეთმო.
Tegeta Cars-ის შოურუმის გახსნის ღონისძიება სალიზინგო კომპანიების: Tegeta Leasing-ის, TBC Leasing-ის, სადაზღვეო კომპანიების: TBC Insurance-ის, Aldagi-ის პრემიუმ დაზღვევა პრიმო-ს, დეველოპერული კომპანია Idea Development-ისა, მზის პანელების კომპანია Shine Energy-ის, კომპანია GD Alco_სა და „სარაჯიშვილის“ მხარდაჭერით გაიმართა.
შოურუმი და კონცეპტუალური სივრცე
Geely-ს, Mazda-სა და Auto Gallery-ს შოურუმი 4,000 m2-მდე ფართობს მოიცავს. პირველი სართულის ნაწილი Geely Sakartvelo-ს ეთმობა. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში.

ამავე სართულს იკავებს Mazda Center Tegeta. კომპანიას, რომელიც საქართველოში იაპონური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, მომხმარებელი 2012 წლიდან კარგად იცნობს.
მეორე სართული კი Auto Gallery-სთვის არის განკუთვნილი. ეს არის Tegeta Cars-ში შემავალი მულტიბრენდული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ელექტრომობილებთან ერთად, ისეთი ამერიკული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა Polaris, Indian Motorcycle.

თანამედროვე სტანდარტების შოურუმი ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა. საავტომობილო სერვისისათვის განკუთვნილი უახლესი ხელსაწყოები შვიდ სამუშაო სივრცეში განთავსდა.
სრულად კეთილმოწყობილია გარე ტერიტორიაც. შოურუმის ეზოში გამოყოფილია სივრცე ავტოსადგომის, სამრეცხაოსა და ელექტროდამტენებისათვის.
ახალი შოურუმი, სერვისცენტრთან ერთად, უკვე ფუნქციონირებს, სადაც მომხმარებელს ყოველ სამუშაო დღეს 09:30 საათიდან 18:30-მდე, შაბათს კი 09:30-დან 15:00 საათამდე ემსახურებიან.
--
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, Polaris, Indian, - კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















