მხოლოდ მიმდინარე წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 17:47 | 04.10.2024 ნანახია: 24059
მხოლოდ მიმდინარე წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღეისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 341 კმ მაგისტრალური გზით, მათ შორის, აშენებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 282 კილომეტრი.
„ჩვენი ძალისხმევის შედეგები სახეზეა, რასაც ადასტურებს მარტივი ციფრებიც - დღეისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 341 კმ მაგისტრალური გზით. მათ შორის, აშენებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 282 კმ. დასრულების ფაზაშია საუკუნის პროექტის - რიკოთის ჩქაროსნული გზის მშენებლობა. დასრულებულია ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი მთავარი და საევაკუაციო 9 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბების გაჭრა. გრძელდება სამუშაოები როგორც გვირაბების, ისე 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობის დასასრულებლად. სამუშაოები გრძელდება კახეთის მაგისტრალის განვითარებისთვისაც.
შედარებისთვის, შეგახსენებთ, რომ 2012 წელს აშენებული იყო მხოლოდ 68 კმ მაგისტრალური გზა; დღეისათვის უკვე გახსნილია 4-ჯერ მეტი - 341 კმ მაგისტრალური გზა. მხოლოდ წელს, საერთო ჯამში, გაიხსნება კიდევ 90 კმ-მდე მაგისტრალური გზა, საიდანაც 60 კმ-ით ტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მიღწევები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო პოტენციალის სრულად განვითარებისათვის, დაკავშირებადობის გაუმჯობესებისთვის და ქვეყნის რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებისთვის.
„ეს მიღწევები ცხადყოფს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო პოტენციალის სრულად განვითარებისათვის, დაკავშირებადობის გაუმჯობესებისთვის, ქვეყნის რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებისთვის, ტურიზმისა და ბიზნეს შესაძლებლობების სტიმულირებისა და მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.
ეს შედეგები ძალიან ბევრი ადამიანის შრომის შედეგია. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. პირველ რიგში, დიდი მადლობა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ პროექტის განხორციელებას, ასევე სამინისტროს ყველა თანამშრომელს, თითოეულ ხელმძღვანელ პირს, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენს პარტნიორებს მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენს ჩინელ და თურქ მეგობრებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროექტის განხორციელებაში. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის და რეგიონის განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















