"თეგეტა აკადემიის" ბათუმისა და ფოთის ფილიალები სწავლის დასაწყებად მზადაა
საქართველო, თბილისი - 13:08 | 21.10.2024 ნანახია: 3034
• პროექტი შპს "ტრანსფორდთან" (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება
"თეგეტა აკადემიამ" USAID-ის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მასშტაბური პროექტი დაიწყო. ფოთისა და ბათუმის ფილიალებში პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლება 3 წლის ვადით უკვე მოიპოვა და ოქტომბრიდან მსმენელთა მიღებას აცხადებს. სასწავლო პროცესი ორივე ფილიალში ნოემბრიდან დაიწყება. ახალ კურსებზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.
"თეგეტა აკადემიამ" მიმდინარე წელს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების 14 პროგრამის წარმართვაზე მოიპოვა უფლება, კერძოდ, ბათუმის ფილიალისთვის - 6-ზე, ხოლო ფოთისთვის 8-ზე. აკადემიამ დადგენილი ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა და სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება ფილიალებს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრების სრული უმრავლესობის გადაწყვეტილებით მიენიჭა.
ნინო ერისთავი, "თეგეტა აკადემიის" ხარისხის მართვის მენეჯერი: "თეგეტა აკადემიამ" წინასწარი მოკვლევისა და სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შრომის ბაზრის საჭიროებები გამოავლინა და, შესაბამისად, შეიმუშავა პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები. ეს ხელს შეუწყობს დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით დაინტერესებული პირების მომზადება-გადამზადებას. მათ შესაძლებლობა ექნებათ, უმაღლესი დონის თეორიულ-პრაქტიკული სწავლება გაიარონ მსუბუქი, სატვირთო ავტომობილისა და სპეციალური ტექნიკის მიმართულებით. სწავლებისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები შევარჩიეთ.
აღნიშნული პროექტი USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც აკადემიამ მიიღო დაფინანსება და უზრუნველყო პროგრამებისთვის ყველა საჭირო რესურსის მობილიზება. შესაძლებლობა მოგვეცა, ახალი მიმართულებების ფართო სპექტრი შეგვეთავაზებინა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. პროექტის ფარგლებში აკადემია გადაამზადებს დაახლოებით 300 ადამიანს, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს რეგიონის განვითარებაზე".
წელს მიღება ბათუმში პროფესიული მომზადების 3 პროგრამაზე გამოცხადდა: მსუბუქი ავტომობილის პროდუქტების გაყიდვების კონსულტანტი; მსუბუქი ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკოსი; სატვირთო ავტომობილის ელექტრო და პნევმატური სისტემების შეკეთება. რაც შეეხება ფოთის ფილიალს, აქ მსმენელებს სწავლის დაწყება წელს ორ პროგრამაზე - პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორი (მომზადება) და პორტალური და ჯოჯგინა ამწის ოპერატორი (გადამზადება) - შეეძლებათ. სატვირთო ავტომობილის ელექტრო და პნევმატური სისტემების შეკეთება.
პროექტის ფარგლებში, შპს „ტრანსფორდთან“ პარტნიორობითა და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით, „თეგეტა აკადემიამ“ ფოთში ახალი ფილიალი გახსნა, ხოლო ბათუმში უკვე არსებული განავითარა. პროექტის ჯამური ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია, სადაც 750 000 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციაა.
სოფო გურალია, „თეგეტა აკადემიის“ რეგიონული მენეჯერი: "იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამები მორგებულია ბიზნესსექტორის საჭიროებებს, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, მსმენელებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, საკუთარი თავი გამოეცადათ რეალურ სამუშაო გარემოში, რასაც უკვე ითვალისწინებს თითოეული პროგრამა. შევქმენით შესაძლებლობა, პარტნიორი კომპანიის - ფოთში, შპს „ტრანსფორდის“ და ბათუმში, „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიის “თეგეტა მოტორსის“ გარემოში, მსმენელებმა განავითარონ პრაქტიკული უნარები. ასევე, სასწავლო პროგრამებში ინტეგრირებულია სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმა ELECTUDE, რომელიც აერთიანებს 3000-ზე მეტ მოდულს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით.
ვფიქრობ, პროფესიული განათლების მიმართულებით თეგეტა აკადემია ძალიან მალე საკუთარ სიტყვას იტყვის აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. შესაბამისად, თეგეტა აკადემია რეგიონული ფოკუსით იწყებს მოგზაურობას პროფესიულ განათლებაში!"
პროექტის ფარგლებში, ბათუმსა და ფოთში, სულ, 4 ახალი პრაქტიკული სასწავლო სივრცე შეიქმნა; ჯამში, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს კავშირების გაძლიერებას პროფესიული უნარების სწავლებასა და მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობებს შორის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკის მდგრად განვითარებას.
"თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "თეგეტა აკადემია" არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
"თეგეტა აკადემია" კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
პოლიტიკა
- რამდენიმე დღეა დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე, მუქარები ადასტურებს ივანიშვილი-კობახიძე-მდინარაძის პანიკას, ჩამოშლილია რეჟიმი, გამარჯვებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ - ლევან ხაბეიშვილი
- ანიტა და მისი რაზმი მანიპულაციის იმედად არის დარჩენილი - ირაკლი ქადაგიშვილი
- "ქართული ოცნებიდან" გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი რადიკალიზმს ასაზრდოებს, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ვინც კანონს დაარღვევს, სახელმწიფო შეუვალი იქნება - დავით მათიკაშვილი
- რუსული რეჟიმი გონებას კარგავს და ისტერიული დაკავებების ახალ ეტაპს იწყებს, თავისუფლების ხმებზე მათი პასუხი კიდევ უფრო მეტი რეპრესიაა - სალომე ზურაბიშვილი
საზოგადოება
- 9 სექტემბერიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც
- 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი
- ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე - რეზო კიკნაძე
- „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისმა საერთაშორისო რეგატას პირველად უმასპინძლა - ახალი ეტაპი აფროსნობის განვითარებაში
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელიც 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა - შსს
- პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა
- სასამართლომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშს ყადაღა დაადო
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
მსოფლიო
- საფრანგეთი მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას, აღმოსავლეთ იერუსალიმში, ძალადობის სპირალი უნდა დასრულდეს, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას - ემანუელ მაკრონი
- თურქეთის ქალაქ იზმირში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა
- ალყაში მოვაქციეთ ის სოფლები, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ - ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში მომხდარი თავდასხმის ადგილზე მივიდა
- გადაეცით თბილი მოკითხვა ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, ვიდრე თქვენ აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ - დონალდ ტრამპი სი ძინპინს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- World EV Day - ,,თეგეტა მოტორსი” ელექტრომობილების მსოფლიო დღეს უერთდება
- 80-მდე პროექტი და 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი - ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს Tegeta.care შედეგებს აჯამებს
- "თეგეტა მოტორსი" King of Drift-ის 2 ეკიპაჟის მხარდამჭერია
- Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება