ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
საქართველო, თბილისი - 19:00 | 23.10.2024 ნანახია: 7978
ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ზამთარში, როდესაც გზის საფარზე მოჭიდების პრობლემა იჩენს თავს.
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბრენდების, ATE-ს, TRW-სა და BOSCH-ის, სამუხრუჭე სისტემებს, რომლებიც ცნობილია მაღალი ხარისხითა და უსაფრთხოების გარანტიით. წარმოების დროს გამოყენებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალები, რაც უზრუნველყოფს ხუნდებისა და დისკების ხანგრძლივ მუშაობას.
პრემიუმ ხუნდებისა და დისკების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ შექმნილია ცვეთისადმი გამძლეობით, რაც მათ უფრო ეკონომიურსა და ხანგრძლივად გამოყენებადს ხდის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის კარგი მოჭიდება და დამუხრუჭების ეფექტიანობა - უფრო მოკლე მანძილი, რაც რთულ ან მოყინულ გზებზე გადამწყვეტია.

ATE - გერმანული, წამყვანი პრემიუმ ბრენდი, რომელიც აწარმოებს არა მხოლოდ ეკომეგობრულ სამუხრუჭე ხუნდებსა და დისკებს, არამედ - მთლიანად სამუხრუჭე სისტემებს. ერთ-ერთი საუკეთესოა და გათვლილია სპორტულ ავტომობილებზე. გამოირჩევა სიხისტით და ორიენტირებულია სამუხრუჭე მანძილის შემცირებაზე, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სწორედ სპორტული ავტომობილების შემთხვევაში ექცევა.
TRW - უფრო მეტად გათვლილია კომფორტულ გადაადგილებაზე, აქვს ეფექტიანი მუხრუჭი და აკმაყოფილებს ავტომწარმოებლის მიერ მოთხოვნილ ყველა კომპონენტს, კერძოდ, დამუხრუჭების დროს არ გამოსცემს ხმას, საჭეზე არ გადასცემს ვიბრაციას და არის ეკომეგობრული - თავის პროდუქციაში არ იყენებს გარემოსთვის მავნე პროდუქტებს.
BOSCH - ამ ბრენდის პროდუქცია გამოირჩევა გამძლეობითა და უმაღლესი ხარისხით და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გიგანტებს შორის. არის ძალიან საიმედო და ეფექტიანი.

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ პრემიუმ ხარისხის სამუხრუჭე სისტემებს, არამედ - მაღალპროფესიონალურ სერვისს, რაც უზრუნველყოფს მძღოლის მაქსიმალურ უსაფრთხოებას.
პროფესიონალური დიაგნოსტიკა - თეგეტას სერვისცენტრებში შეგიძლიათ, მიიღოთ სრული სამუხრუჭე სისტემის დიაგნოსტიკა, რომელიც მოიცავს ხუნდებისა და დისკების მდგომარეობის შემოწმებას, სამუხრუჭე სითხის დონის განსაზღვრასა და სხვა დეტალებს.
სამუხრუჭე სისტემის მონტაჟი და მომსახურება - თეგეტას გამოცდილი სპეციალისტები გთავაზობენ პრემიუმ სამუხრუჭე სისტემების მონტაჟს, რაც უზრუნველყოფს მუხრუჭების სრულყოფილად ფუნქციონირებას. სერვისი მოიცავს ხუნდებისა და დისკების ზუსტ რეგულირებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური მოჭიდება და დამუხრუჭების ეფექტიანობა.
სამუხრუჭე სითხის რეგულარული შემოწმება - სამუხრუჭე სითხის დროული შემოწმება და შეცვლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს, განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე. თეგეტა გთავაზობთ სამუხრუჭე სითხის პროფესიონალურ შემოწმებასა და, საჭიროების შემთხვევაში, მის შეცვლას.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















