„იდეა პანორამაში“ ბინის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს Geely Coolray ან Geely Emgrand საჩუქრად გადაეცემა
საქართველო, თბილისი - 12:08 | 20.11.2024 ნანახია: 5827
ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ცნობილი მოდელები, Geely Coolray ან Geely Emgrand, საჩუქრად გადაეცემა მას, ვინც ბინას „იდეა პანორამაში“ შეიძენს. უპრეცედენტო აქცია „იდეა დეველოპმენტისა“ და Tegeta Cars-ის კომპანიის, Geely Sakartvelo-ს პარტნიორობის ფარგლებში დაიგეგმა. აღნიშნული საჩუქარი კი მომავალ მაცხოვრებლებს, მომენტალურად, მხოლოდ პირველადი 25%-დან შენატანისას გადაეცემათ.
Geely Sakartvelo Tegeta Cars-ში შემავალი კომპანიაა, რომელმაც ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, Geely Auto, ქართულ ბაზარს გასული წლის სექტემბერში წარუდგინა. ორივე მოდელი, რომლებიც მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა, ბენზინის 1.5 ატმოსფერული ძრავით, უმაღლესი კომპლექტაციითა და თანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი, ოფიციალური ავტოსალონის გარანტიით.
გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ Geely-ს საუკეთესო მოდელებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო იზრდება. „იდეა დეველოპმენტთან“ თანამშრომლობა აჩენს დამატებით შესაძლებლობას, რომ მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ისეთი გამორჩეული კომფორტით, რომელსაც Coolray და Geely Emgrand სთავაზობს მომხმარებელს. Geely-ს სამოდელო ხაზის ორივე მოდელი გათვლილია ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებელზე და იდეალურია ქალაქში გადასაადგილებლად. პარკინგისთვის Coolray-ც და Emgrand-იც ძალიან პრაქტიკულია. ორივეს აქვს თანამედროვე და დახვეწილი ექსტერიერი და ინტერიერი, რაც მომხმარებელს პრემიუმ ავტომობილის განცდას უტოვებს. გაყიდვების კუთხით ჩვენი ბესტსელერი არის Coolray, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი მოდელია, იქიდან გამომდინარე, რომ არის მაღალი კლირენსით, SUV სტილში და აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით“.

„იდეა დეველოპმენტის“ მხარდაჭერით გაიმართა Tegeta Cars-ის მულტიბრენდული შოურუმის გახსნის ღონისძიებაც. სწორედ აღნიშნულ საავტომობილო კომპლექსშია წარმოდგენილი Geely Sakartvelo. ორი კომპანიის პარტნიორობის ფარგლებში ამჯერად „იდეა პანორამას“ ახალ ბინადარს Geely Coolray ან Geely Emgrand გადაეცემა. პროექტი ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მდებარეობს. ტერიტორია მოიცავს სამ განსხვავებულ ბლოკს, საცხოვრებელ, საოფისე, კომერციულ და რეკრეაციულ სივრცეებს.
გიგი იორდანიდი, „იდეა დეველოპმენტის“ გაყიდვების ხელმძღვანელი: „იდეა პანორამა“ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსია ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, კერძოდ გიორგი დანელიას ქუჩაზე. ის გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, უნიკალური ლოკაციით, ოთხივე სეზონისთის განკუთვნილი ტერასებით და უცვლელი პანორამული ხედით, რომელიც თითოეული ბინიდან იშლება. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ კომპლექსში მაცხოვრებლებს დახვდებათ საბავშვო და რეკრეაციული სივრცეები, ასევე პადელის მოედანი.
მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება, „იდეა დეველოპმენტის“ გუნდის სურვილი იყო, რომ მომავალი მაცხოვრებლისთვის სიახლის შეგრძნება ბინის შეძენისთანავე მიენიჭებინა.
სწორედ ამიტომ „თეგეტა ქარსთან“ თანამშრომლობით შევქმენით უპრეცედენტო შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც ბინის ღირებულების 25%-იანი პირველადი შენატანიდან, „იდეა პანორამას“ მომავალ მაცხოვრებელს მომენტალურად გადაეცემა Geely-ს უახლესი ავტომობილი. აღნიშნული შეთავაზებით „იდეა პანორამას“ არაერთმა ბინადარმა Geely Coolray ან Geely Emgrand უკვე მიიღო“.
Geely Emgrand ექვსსიჩქარიანი სედანია, ავტომატური გადაცემათა კოლოფით. წარმოდგენილია ხუთ ფერში: ნაცრისფერი, თეთრი, ოქროსფერი, შავი და ლურჯი. EMGRAND-ის დიზაინი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ავტომობილის სექციების საუკეთესო ვიზუალურ მოწყობას მისი გარე დაბალანსებული კონტურების, უკანა გაბარიტული ფარების დიზაინისა და ცენტრალიზებული მართვის მექანიზმის საშუალებით, რომელსაც „ოქროს სექციურ კვეთასაც“ უწოდებენ. ავტომობილი აღჭურვილია LED ფარებით, რაც გზაზე უკეთეს ხილვადობას უზრუნველყოფს.
EMGRAND-ის ინტერიერის 85% დამზადებულია მასალისგან, რომელიც ხელით შეხებისას ძალიან რბილია. HD ციფრული ხელსაწყოების ეკრანი კი მძღოლს ავტომობილის მართვის პროცესის კონტროლში ეხმარება.
რაც შეეხება Geely Coolray-ს, ეს არის SUV ტიპის ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია 1,5 ტურბო ძრავით. მაქსიმალური სიმძლავრე არის 172 ცხენის ძალა, რაც მართვის გამოცდილებას უფრო სპორტულს ხდის. Coolray-ს აქვს შვიდსიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფი, რომელსაც აქვს ცვლის სუპერსწრაფი სიჩქარე - 0,2 წამი და გადაცემის ეფექტურობა - 97%. ეს უზრუნველყოფს საწვავის უფრო მაღალეფექტიანობას და დაბალი CO2 გამონაბოლქვის გარანტიას.
ავტომობილი აღჭურვილია უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით, 360-გრადუსიანი კამერითა და ავტოპარკინგით. Coolray წარმოდგენილია ხუთ ფერში: წითელი, ლურჯი, თეთრი, ნაცრისფერი და მეწამული ნაცრისფერი.
„იდეა დეველოპმენტმა“ Tegeta cars-სთან პარტნიორობის ფარგლებში ავტომობილი „იდეა პანორამას“ არაერთ ბინადარს უკვე გადასცა. არ გამოტოვოთ აღნიშნული შეთავაზება და მიიღეთ ავტომობილი საჩუქრად. აქცია მოქმედებს 30 ნოემბრამდე.
----
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
- Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















