Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
საქართველო, თბილისი - 19:09 | 17.03.2026 ნანახია: 2455
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე Tegeta Truck & Bus-მა პრემიუმ კლასის სატვირთო ავტომობილი და ბიზნესმომხმარებლებისთვის განკუთვნილი სერვისები წარადგინა. ღონისძიება საქართველოში მეორედ გაიმართა და უკვე ჩამოყალიბდა რეგიონში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად, რომელიც ინდუსტრიის წამყვან კომპანიებს, ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს.
Tegeta Truck & Bus-მა წლევანდელ გამოფენაზე გერმანული MAN-ის ახალი თაობის TGX უნაგირა საწევარა წარადგინა, რომელიც ენერგოეფექტიანობით, უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებითა და მძღოლის კომფორტზე ორიენტირებული ტექნოლოგიებით გამოირჩევა. მოდელი დაახლოებით 8%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს, რაც ოპერაციული ხარჯებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას უწყობს ხელს. სატვირთო ავტომობილი აღჭურვილია მძღოლის დამხმარე სისტემებით, მათ შორის ზოლიდან გადასვლის კონტროლის შესაძლებლობით, ასევე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ტექნოლოგიებით. ეს შორ მანძილზე გადაადგილებისას, რისთვისაც ძირითადად მსგავსი ავტომობილი გამოიყენება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული ტექნიკისა და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სექტორში სატვირთო ავტომობილი მომხმარებლისთვის, პირველ რიგში, ბიზნესის ინსტრუმენტია და არა უბრალოდ გადაადგილების საშუალება. შესაბამისად, ჩვენი მიდგომაც მხოლოდ ტექნიკის რეალიზაციით არ შემოიფარგლება – ვცდილობთ, შეთავაზება მომხმარებლის კონკრეტულ ბიზნესსაჭიროებებს მოვარგოთ. სწორედ ამიტომ პრემიუმ ბრენდებთან, როგორიცაა MAN და Renault Trucks, ვთანამშრომლობთ და ვპოზიციონირებთ, როგორც გრძელვადიანი ბიზნესპარტნიორი, რომელიც მომხმარებელს ტექნიკის სრული სიცოცხლის ციკლის განმავლობაში უწევს მხარდაჭერას.
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან აქ წარმოდგენილი არიან სწორედ ის კომპანიები, რომლებიც სატვირთო და სადისტრიბუციო ტექნიკას ყოველდღიურად საჭიროებენ. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი შეთავაზებები – იქნება ეს ახალი ან სერტიფიცირებული მეორადი სატვირთოები, ტექნიკური მომსახურება, ფინანსური ინსტრუმენტები თუ ავტოპარკის მართვის გადაწყვეტილებები – უშუალოდ მათ გავაცნოთ“.

გამოფენის ფარგლებში Tegeta Truck & Bus-ის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს კომპანიაში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ტექნიკისა თუ სერვისის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიაწოდეს. მათ შორის გააცნეს მეორადი პრემიუმ ტექნიკის პროგრამები – MAN TopUsed-სა და Renault Trucks-ის სერტიფიცირებული სატვირთოები, რომლებიც ავტორიზებულ სერვისცენტრებში სრულ შემოწმებას გადის.
ტექნიკის გაცნობის გარდა, Tegeta Truck & Bus-მა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ღონისძიების სტუმრებისთვის „თეგეტა ბიზნესის“ შეთავაზებების, მათ შორის Fleet Management-ის სერვისის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. ჰოლდინგის ეს მიდგომა კორპორაციული მომხმარებლებისთვის ავტოპარკის სრული სიცოცხლის ციკლის მართვას გულისხმობს – ტრანსპორტის შერჩევიდან ტექნიკურ მომსახურებამდე, ოპერაციული ხარჯების ანალიზამდე და ეფექტიანობის მონიტორინგამდე.
ამ მოდელის ფარგლებში კომპანიებს შეუძლიათ, მიიღონ ავტოპარკის მართვის სრული სერვისი – ტექნიკის მიწოდება, რეგულარული მომსახურება, ექსპლუატაციის მონიტორინგი და ფინანსური ინსტრუმენტები, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს, ოპერაციული პროცესები უფრო ეფექტიანად დაგეგმოს და ძირითად საქმიანობას მეტი დრო და რესურსი მოახმაროს.
მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა, გასცნობოდა „თეგეტა ბიზნესის“ კიდევ ერთ შეთავაზებას - Price Per Kilometer. ეს არის ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის, რა დროსაც საბურავის ღირებულება ერთ კილომეტრზე გამოთვლით განისაზღვრება. საბურავის ფასი ავტომობილის გარბენზე ნაწილდება, რაც ცვეთის ეკონომიურად მართვის მოდელია და საოპერაციო ხარჯებისა და ხარისხის საუკეთესო ბალანსიცაა.

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც სატრანსპორტო ინდუსტრიის წარმომადგენლები ახალ ტექნოლოგიებსა და ბიზნესგადაწყვეტებს ეცნობიან. ღონისძიების მიზანი საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, პოტენციალის წარმოჩენაა, რაც ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნულ პროცესში აქტიურად არის ჩართული ამ სფეროში რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე – Tegeta Truck & Bus, რომელმა გამოფენაში მეორედ მიიღო მონაწილეობა და მსგავსი ინიციატივების ფარგლებში თანამშრომლობის სურვილი სამომავლოდაც გამოთქვა.
--
საქართველოში გერმანულ ბრენდს MAN-ს „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus წარმოადგენს. კომპანია ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















