ოთარ დანელია გურიაში სამინისტროს რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 12:52 | 24.04.2016 ნანახია: 1655
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და გურიის მხარის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ დაბა ანასეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დიაგნოსტიკური ლაბორატორიის შენობის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეული“, რომელსაც საქმიანობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს, დასავლეთ საქართველოში უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გახდება. უახლოეს მომავალში დაიწყება ანასეულის ლაბორატორიის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. ცენტრში კვლევებისა და დიაგნოსტიკის ჩატარების გარდა, ჩაისა და სხვა მრავალწლოვანი და ერთწლოვანი სუბტროპიკული კულტურებისთვის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებიც მოეწყობა. ასევე დაგეგმილია ჩაის სანერგე მეურნეობის მოწყობა, სელექციური ჯიშებისა და კლონების შეგროვება და მცენარეთა გენეტიკური ბანკის შექმნა.
ოთარ დანელიამ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის რეგიონული ოფისიც დაათვალიერეს, სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის რეგიონული სამსახურის ახალი შენობა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით აშენდა და გასულ წელს გაიხსნა. რეგიონის მოსახლეობას საშუალება აქვს მიიღოს მომსახურება ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობის და ფიტოსანიტარიის მიმართულებით. სამსახურში დასაქმებულია 17 ადგილობრივი სპეციალისტი, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებას. მათი რეკომენდაციების საფუძველზე, რეგიონის 50-მდე საბავშვო ბაღის კვების ბლოკში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და გაუმჯობესდა პირობები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, დასავლეთ საქართველოში, მათ შორის გურიის რეგიონში გავრცელებული საშიში მავნებლის ამერიკული თეთრი პეპალის წინააღმდეგ ჩატარებული ფარტომასშტაბიანი სამუშაოების შედეგად, მავნებლის გავრცელება მინიმუმამდეა შემცირებული.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხორციელდება გურიის რეგიონში არსებული 4 სასაკლაოს მონიტორინგიც. შესაბამისად, სამომხმარებლო ბაზარზე ვეტერინარული ზედამხედველობით დაკლული, უვნებელი ხორცის წილის გაიზარდა.
,,სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით იზრდება ტურისტების რაოდენობაც. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი სურსათის არსებობის უზრუნველყოფისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს გამართული მუშაობა აუცილებელია“, -აღნიშნა ოთარ დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის მინსიტრის მოადგილე იური ნოზაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე იმყოფებოდნენ.
პოლიტიკა
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ არცერთ ტანკერს აღარ მიეცემოდა მათ პორტებში შესვლის უფლება - ევროკომისიის პრესსპიკერი
- ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს, არაფრის მოლოდინი არ მაქვს - ირაკლი კობახიძე
- საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთო-ს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია - კობახიძე
- ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან ჰააგის ტრიბუნალში, ბრალდებულის სკამზე დაასრულოს - „ოპოზიციური ალიანსი“
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
- Tegeta X Reckless - როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება
- 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. გაიზრდება განბაჟების ტარიფი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















