ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი

საქართველო, თბილისი - 20:00 | 16.03.2026
ნანახია: 93

ლონდონი მოკავშირეებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის „სიცოცხლისუნარიანი გეგმის შემუშავებაზე“ მუშაობს., თუმცა ეს რთული ამოცანაა. ამის შესახებბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.

მან დასძინა, რომ „ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაა საჭირო.

სტარმერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ოპერაციამ „მნიშვნელოვნად შეასუსტა ირანის საზიზღარი რეჟიმის სამხედრო შესაძლებლობები“.

თუმცა, მისი თქმით, კონფლიქტის დასრულების შემდეგ, საჭირო იქნება რაიმე სახის „შეთანხმების“ მიღწევა, რომელიც შეზღუდავს ირანის შესაძლებლობას, აღადგინოს თავისი ბირთვული პროგრამა და უზრუნველყოფს საერთაშორისო გადაზიდვების უსაფრთხოებას, დასძინა მან.

სტარმერმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს მკაფიო და ურყევი მიზნები აქვს და მისი მთავარი პრიორიტეტი „ამ რეგიონში ჩვენი მოქალაქეების“ დაცვაა.

მან დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს მუშაობას სიტუაციის სწრაფი მოგვარებისთვის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე