საქართველოში საერთაშორისო ფესტივალი „კინოვინო“ ჩატარდება
საქართველო, თბილისი - 14:02 | 06.10.2015 ნანახია: 2455
6-10 ოქტომბერს საქართველოში საერთაშორისო კინოფესტივალი „კინოვინო“ ჩატარდება, რომლის მხარდამჭერიც ეროვნული კინოცენტრია. ფესტივალის ფარგლებში შედგება ამერიკელი რეჟისორის ჯონათან ნოსიტერის ფილმების რეტროსპექტივა.
ფესტივალთან დაკავშირებით 7 ოქტომბერს 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც „კინოვინოს“ წარმომადგენლები, მხარდამჭერები და თავად ჯონათან ნოსიტერიც დაესწრება. ასევე 7 ოქტომბერს საქართველოს ისტორიის მუზეუმი რეჟისორის დოკუმენტური ფილმების ჩვენებას უმასპინძლებს, 10 ოქტომბერს კი 20 საათზე, კინოთეატრ “ამირანის” დიდ დარბაზში ჯონათან ნოსიტერი თავად წარუდგენს დამსწრე საზოგადოებას მის მხატვრულ ფილმს ”რიო - სექს - კომედია”. წინა ორი დახურული ჩვენებისგან განსხვავებით, ფილმის „რიო - სექს - კომედია” ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ბილეთების ყიდვა შესაძლებელია ვებ გვერდზე biletebi.ge და კინოთეატრ „ამირანის“ სალაროებში.
ფანტასმაგორიულ კომედიაში მოქმედება რიო დე ჟანეიროს ღარიბთა უბნებსა და პლასტიკური ქირურგიის ძვირადღირებულ კლინიკაში ვითარდება. ფილმი ემიგრანტების მიერ პირადი სიამოვნების უთავბოლო ძიების შესახებ მოგვითხრობს. მთავარ როლებში: შარლოტ რეფლინგი, ბილ ფულმანი, ირენ ჟაკობი, ფიშერ სთივენსი, ჯერომ კირშერი.
პროგრამა, კინოჩვენებების გარდა, მრავალფეროვანი აქტივობებით იქნება დატვირთული. დეგუსტაციები ჩატარდება Chateau Mukhrani-ში, ხოხბის ცრემლების, იაგო ბიტარიშვილის, სოლიკო ცაიშვილისა და სხვა მცირე მარნებში. დეგუსტაციებს გაუძღვება საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია.
სტუმრები ეწვევიან ვაზისა და ხეხილის საგავი მასალის წარმოების ეროვნულ ცენტრს, მოინახულებენ ალავერდის მონასტერს, კომპანია ”ბადაგონის” ღვინის ქარხანას, თელავის ღვინის მარანს, შუხმანისა და სტორის მარნებს, ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმს და სხვ.
რეჟისორი და ღვინის ექსპერტი ჯონათან ნოსიტერი საქართველოში საერთაშორისო კინოფესტივალის „კინოვინო“ და ხელოვანთა კავშირი Conceptart მოწვევით ჩამოდის. „კინოვინო“ ღვინის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი იქნება საქართველოში, რომლის ანალოგიც მსოფლიოს მეღვინეობის ყველა რეგიონსა და სახელმწიფოში არსებობს.
ღვინის კინოფესტივალის მიზანია საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაცია მსოფლიოში, ადგილობრივი მეღვინეობის ინტეგრაცია მსოფლიო ღვინის სამყაროში, რასაც როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური წინაპირობები აქვს.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















