მარნეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტებით აღიჭურვა
საქართველო, თბილისი - 13:14 | 28.04.2016 ნანახია: 1899
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ნიკოლას ბერლინერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის რეგიონულ ლაბორატორიას ეწვია.
აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 11 ლაბორატორიის შენობა განახლდა და საერთაშორისო დონის აპარატურითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღიჭურვა. მარნეულის ლაბორატორია წარმოადგენს ბოლო ობიექტს, სადაც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ აღდგენა-აღჭურვის სამუშაოები განახორციელა.
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ლაბორატორიაში დასრულებული სამუშაოები შეაჯამა და რეგიონში მსგავსი დონის ლაბორატორიის ფუნქციონირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2006 წელს ლაბორატორიის ნაწილი გარემონტდა და თანამედროვე აპარატურით განახლდა, ხოლო 2015 წელს აშენდა ახალი შენობა და აღიჭურვა თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რის შედეგადაც, ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მეორე დონის შესაბამისი გახდა. მარნეულის რეგიონულ ლაბორატორიაში დანერგილია ISO 9001-2008 ხარისხის მართვის სისტემა. პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაში დიდი წვლილი შეიტანა ბიოუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულმა სისტემატურმა სწავლებებმა.
2016 წლის თებერვალში, საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს (ANAB) მიერ მარნეულის ლაბორატორიას ISO 17025 სტანდარტზე მიენიჭა აკრედიტაცია, რაც საერთაშორისოდ აღიარებულს ხდის ჩატარებული გამოკვლევის შედეგებს.
საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით, ქვემო ქართლი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია. წარმოებაში ერთ-ერთი წამყვანი დარგი მეცხოველეობაა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ცხოველების ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი. ლაბორატორიაში განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეული ცხოველთა დაავადებების, ასევე ბრუცელოზის, ჯილეხის, მასტიტის, ნიუკასლისა და სხვა დაავადებების დიაგნოსტიკა ხორციელდება. 2016 წლის I კვარტალში ლაბორატორიამ 24 933 ნიმუში გამოიკვლია.
ლაბორატორია ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტს (მარნეული, წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, ბოლნისი, გარდაბანი და რუსთავი) ემსახურება. ასევე, შესაძლებლობა აქვს სასაზღვრო პუნქტების, კერძოდ, ვახტანგისის, წითელი ხიდის, სადახლოსა და გუგუთის ტერიტორიაზე განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეული ცხოველების დაავდების გავრცელების რისკის მომენტში, ლაბორატორიული კვლევების კომპონენტში მიიღოს მონაწილეობა.
მარნეულის რეგიონული ლაბორატორია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, კახაბერ გუგეშაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის წევრებმა და გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა დაათვალიერეს.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















