მიხეილ ჯანელიძე 16 გერმანელ ჟურნალისტს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 16:46 | 03.05.2016 ნანახია: 1856
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 16 გერმანელ ჟურნალისტს შეხვდა, რომლებიც 1-5 მაისს საქართველოს საინფორმაციოტურის ფარგლებში ეწვივნენ.
მინისტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებსა და ქვეყნის განვითარების მიმართულებებზე.
მიხეილ ჯანელიძემ გერმანელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკურიინტეგრაციის დღის წესრიგზე, იმ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ ამ მიმართულებით მიაღწია და ხაზი გაუსვა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესისწარმატებით დასრულება მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. მან ისაუბრა ასოცირებისშეთანხმების ფარგლებში ევროკავშირთან წარმატებულ თანამშრომლობაზე, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით, რის შედეგადაც ევროკავშირი დღეს საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ევროპული ინტეგრაციაქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და იგი უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის გეოპოლიტიკურმნიშვნელობაზე, რაც, მისი განცხადებით ქვეყნის ისტორიული როლია და საქართველოს მთავრობა დღეს მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს,აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს შესაძლებლობების უკეთ წარმოსაჩენად.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან.
გერმანელ ჟურნალისტთა საინფორმაციო ტური საქართველოში ხორციელდება ბერლინის პრეს-კლუბის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშისაქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისსაელჩოს თანამონაწილეობით. აღნიშნული ტურის მიზანია გერმანელი ჟურნალისტები უკეთ გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას, მთავრობისსაქმიანობას, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს, საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს. ჯგუფში გაერთიანებული არიანბერლინის პრეს კლუბის წევრი ჟურნალისტები, რომლებიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წამყვან მედია საშუალებებს წარმოადგენენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გერმანელ ჟურნალისტებს გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ კახეთისრეგიონში უმასპინძლა. ჟურნალისტებმა მოინახულეს ბოდბეს მონასტერი და გაესაუბრნენ მონასტერში მსახურ დედაოებს. მოგვიანებით მათდაათვალიერეს სიღნაღი. ეწვივნენ შუხმანის ღვინის საწარმოს და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებს გაეცნენ.
საინფორმაციო ტურის ფარგლებში ჟურნალისტები შეხვედრას გამართავენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისწარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ქართველ კოლეგებთან.
გერმანელი ჟურნალისტები მოინახულებენ იუსტიციის სახლს, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსა და 112-ის სერვისცენტრს.
ჟურნალისტთა ჯგუფი ასევე ეწვევა სოფელ ასურეთს (უძველესი გერმანული დასახლება საქართველოში), სადაც ადგილზე გაეცნობა სოფლისსარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას.
ვიზიტის ფარგლებში გერმანელ ჟურნალისტებს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II მიიღებს.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















