მდინარეების კალაპოტში არსებული მოთხრილ-მოტეხილი რესურსის განკარგვის მეთოდი კანონით დარეგულირდება
საქართველო, თბილისი - 13:00 | 04.05.2016 ნანახია: 1668
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მედიის წარმომადგენლებს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილებები და სამინისტროს ახალი ინიციატივა გააცნო, რაც მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფას გააუმჯობესებს.
პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, დარეგულირდება მდინარეების კალაპოტში არსებული მოთხრილ-მოტეხილი რესურსის განკარგვა, რომლის ათვისებაც ბოლო ათწლეულებია ქაოტურად მიმდინარეობს და მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ზიანთან ერთად უარყოფითი სოციალური და ეკონომიკური შედეგები მოაქვს.
კერძოდ: ფუჭდება და იკარგება რესურსი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მოსახლეობის მიერ; ხდება მდინარეების კალაპოტების ჩახერგვა და დაბინძურება; ასეთი კატეგორიის რესურსის ტრანსპორტირებისთვის ჯარიმდება მოსახლეობა რადგან არ არსებობს რეგულირების მექანიზმი; აღრიცხვიანობის არარსებობის პირობებში მაღალია ბრაკონიერობის რისკები.
ინიცირებული ცვლილებება არ ითვალისწინებს მდინარეების კალაპოტში არსებული მერქნული რესურსის მოსახლეობის მიერ მოპოვების აკრძალვას. მდინარეების კალაპოტში არსებული მოთხრილ-მოტეხილი მერქნული რესურსის განსაზღვრული კატეგორია - 12 სმ-მდე დიამეტრის მქონე ხე-ტყე მოსახლეობის მიერ მოიპოვება უნებართვოდ, უსასყიდლოდ და შეუზღუდავად; 12 სმ და ზევით დიამეტრის მქონე რესურსის მოპოვება შესაძლებელი იქნება ტყის მართვის ორგანოში შეტყობინების დატოვების საფუძველზე, სააგენტოს მიერ რესურსის დაფირნიშების და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ. არ მოხდება დამატებითი მოსაკრებლის ან გადასახადის დაწესება 12 სმ და ზევით დიამეტრის მქონე რესურსის მოპოვებისას, მოხდება მხოლოდ დაფირნიშების საფასურის - 1 კბმ-ზე 3 ლარის გადახდა. მოსახლეობა არ იხდის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელს, რომლის გადახდაც ჩვეულებრივ ხდება სოციალური ჭრის დროს საშეშე ან სამასალე მერქნით სარგებლობისას.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზანია მერქნულ რესურსზე მოსახლეობის წვდომის გამარტივება. გარდა ტყეში არსებული ბუნებრივად ან სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი ძირნაყარი რესურსისა, არსებობს მდინარეების კალაპოტებში ასევე სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი ხე-ტყე. საქართველოს მდინარეების ღვარცოფული ხასიათიდან გამომდინარე ასეთი რესურსი სეზონურად ხშირად აკუმულირდება ამა თუ იმ მდინარის კალაპოტში, რაც ერთის მხრივ, იწვევს მდინარეების ჩახერგვას და ზრდის კალაპოტის შეცვლისა და წყალმოვარდნის საშიშროების რისკებს, მეორეს მხრივ, ეს რესურსი ხშირ შემთხვევაში ლპება გამოუყენებლად, კარგავს მერქნულ ღირებულებას, იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია მისი სათბობად გამოყენება.
დღეის მდგომარეობით არ ხდება მდინარეების კალაპოტებში არსებული სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი მერქნული რესურსის აღრიცხვა, არ არსებობს მისი კანონიერად გაცემის წესი, ამგვარი რესურსის ტრანსპორტირება დასჯადია და დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ასეთ რესურსზე კანონიერების დამდგენი დოკუმენტის მიღება დაკავშირებულია ხანგრძლივვადიან პერიოდთან და ადმინისტრაციულ ბარიერებთან.
ცვლილების შედეგად ეროვნული სატყეო სააგენტო გახდება პასუხისმგებელი უწყება აღრიცხოს, დაახარისხოს, დაასაწყობოს და განკარგოს მდინარეების კალაპოტში არსებული მერქნული რესურსი - სოციალური და ეკონომიკური მიზნით. მოსახლეობას მიეცემა საშუალება კანონიერად მოიპოვოს და განახორციელოს ტრანსპორტირება.
საკანონმდებლო ცვლილება ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირებას, მდინარეების კალაპოტების გასუფთავებას, მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფას, ხე-ტყის ტრანსპორტირების კონტროლისა და ბრაკონიერებთან ბრძოლის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















