ზაზა ხატიაშვილი ჟურანლისტ შალვა რამიშვილის მიმართ განხირციელებული ძალადობის გამო ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს
საქართველო, თბილისი - 13:52 | 04.05.2016 ნანახია: 2034
რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „იმედი“-ს ერთ-ერთმა სახემ, ცნობილმა ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც სავარაუდოდ მასზე, როგორც ჟურნალისტზე, ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორის გიორგი ბახტაძის მიერ განხორციელებული ზეწოლის ფაქტს ადასტურებს.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ ჟურნალისტ რამიშვილზე განხორციელებული ზეწოლა უკავშირდებოდა საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური წარსულის მქონე პიროვენების, ლევან მურუსიძის სავარაუდო ლობირებას ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორის გიორგი ბახტაძის მხრიდან. მაშინ, როდესაც სამოქალაქო სექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან ვითხოვდით ხმა არ მიეცათ ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დირექტირი, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადებით, ლევან მურუსიძეს ლობირებდა. რაც გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს.
ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა რამოდენიმე დღის წინ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მასზე, როგორც ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე გამოძიება მოითხოვა. მან, პროკურატურას, მის და გიორგი ბახტაძის მიმოწერა წარუდგინა. ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი გიორგი ბახტაძე არ უარყოფს მიმოწერას შალვა რამიშვილთან და აღნიშნულს ჩვეულებრივ კომუნიკაციად მიიჩნევს .
მოვითხოვ, სასწრაფოდ დაიწყოს სისხლის სამართლებრიცი დევნა იმ პირების მიმართ, ვინც ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიმართ ზეწოლას ახორციელებდა და ღიად ერეოდა მის ჟურნალისტურ დამოუკიდებლობაში. მოვითხოვ, სასწრაფოდ დაიკითხოს ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი გიორგი ბახტაძე, რომელმაც უნდა ახსნას თუ რატომ არ უნდა ყოფილიყვნენ მოწვეული ტელეკომპანიის ეთერში ლევან მურუსიძის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირები: ზაზა ხატიაშვილი და საიას წარმომადგენლები. მოვუწოდებ პროკურატურას, სასწრაფოდ გაარკვიოს საიდან ჰქონდა ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების შესახებ, რომლებიც უნდა მოეწვია ჟურნალისტ შალვა რამიშვილს თავის გადაცემაში, კონკრეტულად თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, გიორგი ტყავაძე. საიდან იცოდა გიორგი ბახტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ტელეფონის ნომრები. საიდან იცოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაუსვამდნენ თუ არა კრიტიკულ კითხვებს ლევან მურუსიძეს. ვის უკავშირდებოდა ტელეფონით ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი, შალვა რამიშვილთან მიმოწერის მომენტში და ვისგან იღებდა დირექტივებს.
მოვუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას აწარმოოს ეფექტური გამოძიება ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიმართ განხორცილებულ ზეწოლის ფაქტთან მიმართებაში.
შალვა რამიშვილის მიერ წარმოდგენილი მომოწერა ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორთან, სავარაუდოდ, შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლის (ჟურნალისტისთივს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ) და სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლით (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
ჟურანლისტ შალვა რამიშვილზე განხორცილებული ზეწოლის ფაქტის გამოძიება დაიცავს სხვა ჟურანლისტებს ანალოგიური ზეწილისგან. თუ პროკურატურა არ გამოიძიებს შალვა რამიშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტს, მაშინ ჟურანლისტებთან ანალოგიური ურთიერთობა დასაშვებად ჩაითვლება, რაც ქვეყანაში დამოუკიდებელი ჟურნალისტის ინსტიტუტს მოსპობს.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















