უნგრეთსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობა გააქტიურდება
საქართველო, თბილისი - 16:04 | 04.05.2016 ნანახია: 1684
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია უნგრეთის მთავრობის კომისარს, დიულა ბუდაის შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტებზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე და ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას საინვესტიციო მიმართულებით კიდევ უფრო მიმზიდველს და პერსპექტიულს ხდის. როგორც მინისტრმა განაცხადა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქართული პროდუქციისთვის ევროპის ბაზარი გაიხსნა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ძალაში შესვლის შემდეგ, ქართული პროდუქციის ექსპორტის საერთო მოცულობის 36 % ევროკავშირის ბაზარზე მოდის.
უნგრეთის მთავრობის კომისარმა, დიულა ბუდაიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავება მნიშვნელოვანია. საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების განხორცელების მიმართულებით დაინტერესება უნგრული კომპანიების მხრიდან უკვე არსებობს.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უნგრეთ-საქართველოს შორის აგრარული მიმართულების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარე წლის ნოემბერში თბილისში გაიმართება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შანდორ საბო და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნოდარ კერესელიძემ უნგრელ სტუმრებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სოფლის მეურნეობის სამიეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამუშაო პროცესი გააცნო და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარანი, ენოთეკა და ღვინის მუზეუმი დაათავლიერებინა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















