კრწანისი - შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია 125 დღე
საქართველო, თბილისი - 18:12 | 04.05.2016 ნანახია: 1822
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის გივი კუბლაშვილის თქმით, გზის მშენებლობა არ შეჩერებულა და არც მისი ძირითადი კონტური და მიმართულება არ შეცვლილა.
„გზის ძირითადი კონტური და მიმართულება არ შეცვლილა. მოხდა მხოლოდ გზის ღერძის გადატანა. ეს შეეხო მხოლოდ 5 კილომეტრიდან ერთ მესამედს, ანუ დაახლოებით ორ კილომეტრამდე მონაკვეთს, რომელმაც გადაიწია ფერდობის მხარეს. აქედან გამომდინარე, მოხდა ქანობის დაწევაც, რომელის საშუალებითაც ამ გზაზე გადაადგილება უფრო მარტივი იქნება“,- განაცხადა გივი კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, ახალი კონტრაქტის მიხედვით, გაზის მილი გადის იმ ორ კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელის კორექტირებაც მოხდა.
„ამ მილის გადატანა ხელს შეუწყობს იგივე ტერიტორიების განვითარებას. როდესაც ვიწყებთ ახალ პროექტებს, ყოველთვის ვითვალისწინებთ, თუ რა განვითარება შეიძლება მოყვეს ამ პროექტს. აქედან გამომდინარე, გაზის მილის გადმოტანა არის აუცილებელი, რათა მოხდეს მიმდებარე ტერიტორიის განვითარება“,- განაცხადა გივი კუბლაშვილმა.
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა კრწანისი - შინდისის დამაკავშირებელი გზის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი გზა მთლიანად განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას სოლოლაკში და კავშირი არ აქვს პანორამა თბილისის მშენებლობასთან.
„კონკრეტულად განმუხტავს ისეთ წერტილს, როგორიც არის ამაღლების ქუჩა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ამ მონაკვეთში რომ რაიმე შეფერხება მოხდეს, მიმდებარე ტერიტორიებიდან თბილისზე წვდომა აღარ იქნება. ეს გზა განტვირთავს მოძრაობას შინდისში, წავკისში, კოჯორში. ეს გზა საერთოდ სხვა მხარეს გადის, პანორამა თბილისი კი აბსოლუტურად სხვა მხარეს მდებარეობს. მათ შორის არანაირი კავშირი არ არის“,-განაცხადა გივი კუბლაშვილმა.
კრწანისი - შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისთვის, ხელშეკრულების მიხედვით, გათვალისწინებულია 125 დღე.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















