ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ
საქართველო, თბილისი - 11:02 | 06.05.2016 ნანახია: 2909
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის და მისი წევრი ორგანიზაციის - იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, 9 მაისს, ქალაქ ზესტაფონში, 08:00 საათზე,ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები იწყებენ სრულმასშტაბიანუვადო გაფიცვას. პროფკავშირები საგაფიცვო მოთხოვნების ცამონათვალს აქვეყნებს. კერძოდ:
- შეწყდეს იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრების დევნა, იძულება, მუქარა და შანტაჟი.
- არ მოხდეს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის იძულებით ან ეგრედწოდებულ სპეციალურ რეჟიმში გადაყვანა, შეწყდეს დასაქმებულთა ინდივიდუალურ კონტრაქტებში იძულებით მოცდენასთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანა, კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდეს იძულებითი მოცდენის შესახებ დათქმებისა და ტარიფის დადგენის გარეშე.
- დასაქმებულის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლოვობა განისაზღვროს 30 სამუშაო დღეს დამატებული მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილზე დასაქმებულებისთვის 10 კალენდარული დღის ოდენობით.
- ყოველწლიურად განხორციელდეს ხელფასებისავტომატურიინდექსაცია საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მაჩვენებლების მიხედვით.
- ზეგანაკვეთურად და უქმე დღეებში ნამუშევარი საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება (კოეფიციენტი 1,5);
- კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება;
- გოჩა კვანტრიშვილის ახალ სამუშაო ადგილზე ძველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით დასაქმება (შუალედური შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად).
- გაუქმდეს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის 18.04.2016 წლის N286 ფ ბრძანება, იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის კახა მაჩიტიძის დისციპლინარული წესით დასჯასთან დაკავშირებით.
,,გაფიცვის პარალელურად მიმდინარე სხვადასხვა ხასიათის საპროტესტო აქციებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, ტყიბულის შახტების, ჭიათურის მაღაროების, სს ,,მინა“-ს, შპს ,,რუსთავის აზოტი“-ს, შპს ,,რუსთავის ფოლადი“-ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლები
გაფიცვა დაიწყება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტაროსელსკის ქუჩაზე მდებარე ქარხნის მთავარ შესასვლელთან“, - აცხადებენ პროფკავშირებში.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















