საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 11:40 | 11.05.2016 ნანახია: 2264
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"11 მაისს, 14.00 სთ.–ზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II–ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული-სამეცნიერო ცენტრი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ქართულ უნიკალურ ენდემურ ვაზის ჯიშებს გააშენებს.
ღონისძიებას დაესწრებიან: კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი იური ნოზაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სხვა ოფიციალური პირები და საპატიო სტუმრები. ისინი მუზეუმის წარმომადგენლებთან ერთად გააშენებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ამსახველ საკარმიდამო ზონებში ამ რეგიონისათვის დამახასიათებელი ვაზის წამყვან ჯიშებს.
პროექტი მიზნად ისახავს ქართული რვაათასწლიანი უნიკალური კულტურული მემკვირდეობის მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციას ჩვენი ქვეყნის უცხოელი სტუმრებისათვის.
იმავე დღეს, 11.00 სთ.–ზე, სსიპ სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, საქართველოს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული-სამეცნიერო ცენტრსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, კიდევ ერთ ეროვნულ ინიციატივას ჩაუყრის საფუძველს.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გააშენებენ საკოლექციო ვენახს - ჯიღაურას ბაზაზე არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გამოყვანილი 100ზე მეტი დასახელების უნიკალურ ვაზის ჯიშებით.
ღონისძიებას დაესწრებიან: გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველვითი ცენტრის დირექტორი, ბატონი ლევან უჯმაჯურიძე, საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული-სამეცნიერო ცენტრისა და გორის სახელმწიფო უნივერისტეტის წარმომადგენლები.
13 მაისს აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობას ახალციხეში დაემთხვევა მესხური ვაზის ჯიშების კურთხევა და მათი გაშენება ვარძიის, წუნდის, ახალციხისა და ამ ეპარქიის სხვა მონასტრებში", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















