საბავშვო ბაღების გადამზადებულ ფსიქოლოგებსა და ლოგოპედებს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები გადაეცათ
საქართველო, თბილისი - 18:30 | 11.05.2016 ნანახია: 1795თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივით, საბავშვო ბაღების 60-მდე ფსიქოლოგი და 30-მდე ლოგოპედი გადამზადდა. პირველ ეტაპზე, ტრენინგი ბაგა-ბაღების მოქმედმა ფსიქოლოგებმა და ლოგოპედებმა გაიარეს.
გადამზადებულ სპეციალისტებს დღეს სერტიფიკატები და ამავე ტრენინგის ფარგლებში გამოცემული გზამკვლევები გადაეცათ. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მაკო ყუფარაძე და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ესწრებოდნენ.
როგორც თემურ თორდინავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ტრენინგი ბავშვის საჭიროებებზე ორიენტირებული სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს შექმნასა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. მან ბაღში ფსიქოლოგისა და ლოგოპედის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის, სააგენტოს ინიციატივით, აღნიშნული შტატი თბილისის ყველა საბავშვო ბაღში დაშვებულია.
„ახალ ადმინისტრაციას დახვდა ის რეალობა, რომ ფსიქოლოგის შტატი ბაღების მხოლოდ 58%-ს ჰქონდა, ხოლოლოგოპედის - 46%-ს. აღმოვაჩინეთ ასევე, რომ მშობლებისუმრავლესობამიმართავსსწორედისეთბაღებს, სადაცარიანდასაქმებულებიფსიქოლოგებიდალოგოპედები, ესკიგადატვირთულიჯგუფებისკიდევუფრომეტდატვირთვასიწვევს, განსაკუთრებითიმრაიონებში, სადაცადგილებისუკმარისობისადაჯგუფებისგადატვირთულობისმწვავეპრობლემაა.აღნიშნულიმიზეზისგამო, მშობლებსბავშვებიერთირაიონიდანმეორეში დაჰყავთ.სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, მომზადდა პროექტი და თბილისის უკლებლივ ყველა საბავშვო ბაღს გამოცდილი, კვალიფიციური და გადამზადებული ფსიქოლოგი და ლოგოპედი ეყოლება. ამ პროექტის ფარგლებშივე შეიქმნა გზამკვლევები, რომლის მიხედვითაც ამ პროფესიის ადამიანები ბაგა-ბაღებში თავიანთ საქმიანობას წარმართავენ. ჩვენი გეგმის თანახმად, მალე დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღს შესაძლებლობა ექნება, კვალიფიციური ფსიქოლოგისა და ლოგოპედის მომსახურებით ისარგებლოს. აღნიშნული შტატი ყველა მათგანში უკვე დაშვებულია. ვაკანტურ ადგილებზე მიმდინარეობს შესაბამისი კადრების შერჩევაც. დღეის მდგომარეობით, თბილისისმასშტაბით, 162 ბაღიდან 112-ს ჰყავსფსიქოლოგიდა 80-ს -ლოგოპედი“, - აღნიშნა თემურ თორდინავამ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ყველა საბავშვო ბაღს ამ პროფესიის სპეციალისტები ეყოლება, გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყება.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტით, ბაღის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება გაიზარდა, მათ შორის, ფსიქოლოგების ხელფასმა 15%–ით, ლოგოპედებისამ კი 10%–ით მოიმატა.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების გადამზადების პროექტი თბილისის მერიის, საკრებულოს და სააგენტოს ჰარმონიული თანამშრომლობის მაგალითია.
პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ორი ახალი სახელმძღვანელო - „ფსიქოლოგის როლი სკოლამდელ აღზრდაში“ და „კომუნიკაცია, ენა და მეტყველება - საბაზისო გზამკვლევი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის“, რომლის მიხედვითაც იმუშავებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















