საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 17:21 | 13.05.2016 ნანახია: 1795იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილესთან, არქიეპისკოპოს მონსინიორ ანტუან კამილერისთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში რომის პაპის სექტემბრის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტი და მასთან დაკავშირებული საკითხები. პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გახშირებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. ხაზი გაესვა საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას.
მხარეებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს თანადგომისათვის და გამოთქვა იმედი, რომ ვატიკანი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
მონსინიორ ანტუან კამილერიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ და გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდება.
ვატიკანის წარმომადგენელთან შეხვედრამდე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ საქმიანი სადილი გამართა წმინდა საყდართანაკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე, რომელიც მეგობრულ ვითარებაში წარიმართა, მიმოხილული იქნა ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული წარმატებები, ასევე, საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, კერძოდ, საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობები, ინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, სამომავლო პერსპექტივები და მოლოდინები.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















