აშშ-ს საელჩოს ინიციატივით ეკოფილმების ფესტივალი ჩატარდება
საქართველო, თბილისი - 10:23 | 16.05.2016 ნანახია: 1623
არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“, ა.შ.შ-ს საელჩოს საქართველოში დაფინანსებით, ატარებს ეკოფილმების ფესტივალს. ფესტივალის ფარგლებში იმართება მოკლემეტრაჟიანი გარემოსდაცვითი ფილმების კონკურსი.
კონკურსში მიიღება მოკლემეტრაჟიანი ფილმები საქართველოში ეკოტურიზმისა და ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობების შესახებ. საკონკურსო ფილმში ნაჩვენები უნდა იყოს შემდეგი საკითხებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე:
მდგრადი ტურიზმის მნიშვნელობა
დაბინძურებული გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე
ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობა
სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია, რომ შევინარჩუნოთ სუფთა და ლამაზი საქართველო
საკონკურსო ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს და გადაღებული უნდა იყოს 2016 წელს. ფილმის გადასაღებად შესაძლებელია მობილური ტელეფონის კამერის გამოყენებაც.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 14 წლიდან ზევით ნებისმიერი პროფესიის ადამიანს.
კონკურსის ბოლოს მოეწყობა ფილმების ჩვენება, სადაც წარმოდგენილი იქნება 10 საუკეთესო საკონკურსო ფილმი, ხოლო გამარჯვებული ფილმის ავტორი დაჯილდოვდება ვიდეოკამერით Canon VIXIA HF R700. კონკურსის ფარგლებში, ასევე გამოვლინდება 2 გამარჯვებული სკოლის მოსწავლე, რომლებიც დაჯილდოვდებიან ეკობანაკი „ეკოხედვას“ 1-კვირიანი საგზურით.
ფილმების მოწოდების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 ივნისი.
ტერმინი „ეკოტურიზმი" 1983 წელს დამკვიდრდა, რომელიც მექსიკელმა ეკოლოგმა ჰექტორ ცებალოს-ლასკურეინმა შემოიღო. ეკოტურიზმს იგი უწოდებდა მოგზაურობას „შედარებით ხელუხლებელ ან დაუბინძურებელ ბუნებრივ ტერიტორიებზე გარკვეული მიზნით, კერძოდ, განათლებისთვის, ბუნების პეიზაჟებით, მცენარეებითა და ველური ცხოველებით ტკბობისთვის, ასევე - ამ ტერიტორიების კულტურული თავისებურებების შესწავლისთვის".
დღეს ეკოტურიზმი ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა მსოფლიოში. ის შეიძლება რამდენიმე მიმართულებით დავყოთ:
სამეცნიერო ტურიზმის მოყვარულები, აწყობენ სამეცნიერო ტურებს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე, მონაწილეობენ ექსპედიციებში და აწარმოებენ საველე კვლევებს.
სათავგადასავლო ტურიზმი - ეს არის შედარებით აქტიური მოგზაურობა ბუნებაში, რომელიც ფიზიკურ დატვირთვასაც მოითხოვს. სათავგადასავლო ტურიზმში ერთიანდება ხანმოკლე ტურები ველოსიპედებით ან ქვეითად.
შედარებით ექსტრემალური ტურები - კლდეზე ცოცვა, დაივინგი, სპელეოტურიზმი, სათხილამურო და საცხენოსნო ტურიზმი.
ჩვენ ქვეყანას ეკოტურიზმის განვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობები აქვს. აქ სულ პატარა ტერიტორიაზე თითქმის ყველანაირი ლანდშაფტი და ეკოსისტემა გვხვდება, ეს კი იშვიათობაა. ამას ემატება დიდი კულტურული მემკვიდრეობა და ადგილობრივი მოსახლეობის საინტერესო ტრადიციები, რაც საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ტურისტებისთვის.
ეკოტურიზმი ტურიზმის განსაკუთრებული სახეობაა, ის გვაძლევს საშუალებას შევიმეცნოთ გარემო რომელშიც ვცხოვრობთ, აღმოვაჩინოთ მანამდე უცნობი და უნიკალური ადგილები, გავიცნოთ ახალი ხალხი და ტრადიციები. რაც მთავარია არ ჩავერიოთ უხეშად ბუნებაში და დავტოვოთ მხოლოდ მსუბუქი ნაკვალევი.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















