მერიაში ახალი პროექტის „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველო, თბილისი - 13:31 | 16.05.2016 ნანახია: 1725
ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის ფონდთან ერთად, ახალ პროექტს იწყებს. „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ - ასე ეწოდება პროექტს, რომლის მიზანია თბილისის სხვადასხვა ადგილებში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკების განთავსება და თბილისელებისთვის, ასევე დედაქალაქის სტუმრებისთვის ასობით ელექტრონული წიგნის საჩუქრად გადაცემა. ელექტრონული ბიბლიოთეკების დიზაინი სპეციალური კონკურსის შედეგად შეირჩევა, რომელიც მერიამ დღეს გამოაცხადა და პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ პრესკონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანია, „საბა“-ს დამფუძნებელი რატი ამაღლობელი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ესწრებოდნენ.
მერიის ინფორმაციით, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც 2012 წელს თიბისი ბანკის ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა, 3 ათასამდე ელექტრონულ წიგნს მოიცავს - თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებს, უცხოურ და ქართულ ბესტსელერებს, საბავშვო წიგნებს და ა.შ. მათი შეძენა შესაძლებელია saba.com.ge-ზე, ბეჭდურთან შედარებით დაახლოებით 50%-ით იაფად.
„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს მისცემს შესაძლებლობას, უფასოდ, მომენტალურად ჩატვირთოს „საბას“ ელექტრონული წიგნები თავის სმარტფონში, აპლიკაცია Saba Reader-ში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.
,,პროექტის ფარგლებში, თბილისში არსებულ მწერლების სახელობის ქუჩებზე, სახლ-მუზეუმებთან, ბიბლიოთეკებთან, პარკებში, მეტროპოლიტენში, პანთეონებთან დამონტაჟდება ორიგინალური კონსტრუქციები - „საბას“ ელექტრონული ბიბლიოთეკები, რომელზეც, ქუჩის/შენობის მანიშნებელთან ერთად, განთავსდება ელექტრონული წიგნები. მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით კი ნებისმიერი მსურველი შეძლებს წიგნის ჩამოტვირთვას საკუთარ ტელეფონში, Saba Reader აპლიკაციაში, რომელშიც მათ წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებენ.
ელექტრონული ბიბლიოთეკები სხვადასხვა ზომის და, რაც მთავარია, ორიგინალური დიზაინის უნდა იყოს. ამ მიზნით თბილისის მერია დღეიდან აცხადებს კონკურსს დიზაინერებისათვის, რომლებმაც უნდა შექმნან ქუჩებსა და პარკებში დასადგმელი ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციის დიზაინები.
კონკურსი 1 ივნისს დასრულდება და გამოვლინდება საუკეთესო დიზაინერული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც შეიქმნება თბილისის 300-მდე წერტილში განსათავსებელი ელექტრონული ბიბლიოთეკები.
„ქალაქი - ბიბლიოთეკა“ დეკემბერში დასრულდება. ეს იქნება თბილისის ლიტერატურული გზამკვლევიც, რომელიც დედაქალაქს ერთგვარ „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად“ აქცევს.
„ქალაქი - ბიბლიოთეკის“ პარტნიორია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, რომლის მხარდაჭერით პროექტს ხმოვანი წიგნები შეემატება და, ელექტრონულთან ერთად, თბილისის მაცხოვრებელები და სტუმრები ხმოვანი წიგნებითაც დასაჩუქრდებიან.
„ქალაქი - ბიბლიოთეკის“ მედია პარტნიორია საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - აცხადებენ მერიაში.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















