უჩა ძოძუაშვილი და თინა ხიდაშელი თანხების გადარიცხვაზე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ
საქართველო, თბილისი - 14:04 | 19.05.2016 ნანახია: 2360
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტას გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი აცხადებს, რომ „დელტას“ გააჩნია უდანაშაულობის დამატკიცებელი დოკუმენტაცია, თუმცა მათზე დღეს არ საუბრობს. ძოძუაშვილი თავდაცვის სამინისტროდან თანხების გადარიცხვის შესახებაც საუბროს და ახადებს, რომ მიმდინარე პროექტების შეჩერაბა არ უნდა მოხდეს.
"მინდა დავაფიქსირო, რომ თანხის მოთხოვნა თავდაცვის სამინისტროდან ფინანსთა სამინისტროში გაიგზავნა 18 თებერვალს, ხოლო თანხის ჩარიცხვა „დელტაში“ მოხდა 19 თებერვალს არასრულად. თანხის ჩარიცხვა მოხდა 10 მარტს. დღეს მე არ ვსაუბრობ მიზეზებზე, თუ რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა დოკუმენტაცია გვაქვს, რათა დავამტკიცოთ ჩვენი, „დელტას“ უდანაშაულობა. დღეს ვსაუბრობ იმაზე, რომ „დელტაში“ მიმდინარეობს დიდი რაოდენობით სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები, რომელთა გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, - განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, საქართველოს მთავრობა განახორციელებს დამოუკიდებელ გამოძიებას და დადგინდება ჭეშმარიტება.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, მან განაცხადა, რომ შესაძლოა მოკვლევის შემდეგ უჩა ძოძუაშვილი თანამდებობას დაუბრუნდეს.
"ჩვენ გამოვაქვეყნეთ თანხის გადარიცხვის ფურცელი. ეს საჯარო და ხელმისაწვდომია. 17 თებერვალს მათ ჩაერიცხათ მოთხოვნილი თანხა, მაგრამ ამის მეტს მე ვერაფერს ვერ გეტყვით. მე კი ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ რა აზრი ექნება მაშინ იმ მოკვლევას, რომელსაც ვატარებთ. მეც იმედი მაქვს, რომ ბოლომდე სრული ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წუთის მდგომარეობით მაქვს, არასრულყოფილია. დაველოდოთ მოკვლევის შედეგებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალიან მალე იქნება",-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში მოსული სეტყვის შედეგად, მოსახლეობისთვის მიყენებული მილიონობით ლარის ზარალის თავიდან აცილება ან მინიმალიზირება შესაძლებელი იქნებოდა თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ვადებში რომ მიეცა დაფინანსება სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტასთვის“, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებს გამართული მუშაობისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, ”დელტას” შეფერხება თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ცენტრთან დაპირისპირებამ და კონკრეტულად სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების არაპრიორიტეტულ მიმართულებად მიჩნევამ განაპირობა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















