თბილისის მერია სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკას სრულად აფინანსებს
საქართველო, თბილისი - 14:55 | 19.05.2016 ნანახია: 2284
თბილისის მერიის „ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის“ ახალი ქვეპროგრამის ფარგლებში, სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა 18 ათასამდე ბავშვს და მოზარდს ჩაუტარდა და მათგან 13 100-ს დაავადება დაუდგინდა.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ქვეპროგრამის მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, 130-ე სკოლას და აღდგენითი თერაპიის ცენტრ „ბაზის“ ეწვია, სადაც სკრინინგის და აღდგენითი თერაპიის პროცესს უშუალოდ დაესწრო.
გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისის მერიის 2016 წლის ქვეპროგრამა ითვალისწინებს თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 4-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით, ბავშვებსა და მოზარდებში სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკას.
„თბილისის მერია გამოკვლევას წელიწადში ერთხელ სრულად აფინანსებს. დიაგნოსტიკის ფარგლებში გამოვლენილი დაავადებების აღდგენითი თერაპია კი, პაციენტებს, რომლებსაც „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70 001-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ, მომსახურება წელიწადში ერთხელ უფინანსდებათ სრულად, ხოლო ყველა სხვა პირს, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა - 70%-ის მოცულობით“ - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.
აღდგენითი თერაპია მოიცავს - სამკურნალო ვარჯიშს, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიას და საჭიროების შემთხვევაში რენტგენოგრაფიას.
აღდგენითი თერაპიის ცენტრის „ბაზის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, პროფესორ გოგი ჩახუნაშვილის განცხადებით, სკრინინგის მიზანია ძვლოვანი სისტემის დეფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გართულებების თავიდან აცილება. „თუ სქოლიოზის პრევენცია არ ჩატარდა როგორც წესი და რიგია, შედეგები იქნება სავალალო“, - განაცხადა გოგი ჩახუნაშვილმა.
თბილისის მერიის პროგრამაში ჩასართავად მსურველებმა უნდა მიმართონ:
- შპს „დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურიცენტრი“, მიცკევიჩის ქ.29ა
- შპს " ულტრამედი“, თემქა 10 კვ.
- შპს "მედკაპიტალი", გამრეკელის ქ. 19
- სს ვერე XXI-ს „კლინიკა მედსი“,ლ. ქიაჩელის ქ.18
- შპს"საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი", ჯავახიშვილის ქ.43
- შპს "M მედი 22", ბუაჩიძის ქ.12ა
7.შპს „თბილისის მე-13 პოლიკლინიკა“, რ. ლაღიძის ქ. 8
- შპს „medison“, ალ. გობრონიძის ქ. 27
- შპს „Krol Medical Corporation“, ი. ჭავჭავაძის გამზ. 44
- შპს „თბილისის #4 საოჯახო მედიცინის ცენტრი“, ვაზისუბნის მე-4 მ/რ 1 კვ.
- შპს „თბილისის #4 საოჯახო მედიცინის ცენტრი“, იუნკერთა ქ. 1
- შპს „თბილისის #4 საოჯახო მედიცინის ცენტრი“, ახალუბნის ქ. 10
- შპს "მედკაპიტალი", ვეკუას 18
- შპს ჰოლდინგი 23, ხიზანიშვილის 28
- შპს"medison", კალოუბნის 12
- შპს"medison", ვაჟა-ფშაველას83/11
- შპს" Krol Medical Corporation",ნაქალაქევის3
- შპს"ბაზი", ლუბლიანას ქ.№21
- "სამედიცინოკორპორაცია ევექსი"-ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი, ლუბლიანას 21
- შპს"16 შერეულიპოლიკლინიკა", ლილოს დას.გრანგულიანის ქ.19
- შპს" ავერსისკლინიკა", ვაჟა-ფშაველას 27/ბ
- კლინიკა"ნიუმედი“, მარიჯანის4
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















