ოქსფამი სამწუთიანი ვიდეო-გაკვეთილების დაჯილდოების ცერემონიას მასპინძლობს
საქართველო, თბილისი - 15:20 | 20.05.2016 ნანახია: 1706
23 მაისს ოქსფამის წარმომადგენლობა საქართველოში, სამწუთიანი ვიდეო-გაკვეთილების დაჯილდოების ცერემონიას მასპინძლობს. აღნიშნულ ღონისძიებაზე გამოვლინდება და პრიზებით დაჯილდოვდება სამი გამარჯვებული მოზარდი.
დაჯილდოების ცერემონია ილიას სახელწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიამდე ოქსფამის საქართველოს წარმომდგენლობა გაასაჯაროვებს პირველი ეროვნული ნუტრიციის კვლევის შედეგებს. კვლევის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის დივერსიფიცირებულ სურსათზე ხელმისაწვდომობის და მოხმარების შეფასება და ასევე, ნუტრიციული ცოდნის დონისა და კვებასთან დაკავშირებული ქცევითი ფაქტორების გამოვლენა.
შეგახსენებთ, რომ ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობამ აპრილში გამოაცხადა სამწუთიანი ვიდეო-გაკვეთილების კონკურსი თემაზე „ჯანსაღი საგზალი სკოლისთვის. კონკურსის პირობების თანახმად, 13-დან 18 წლამდე მოზარდებს თავად უნდა მოემზადებინათ საკუთარი საგზალი (ლანჩ ბოქსი) ჯანსაღი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტების გამოყენებით და ესაუბრათ გამოყენებული პროდუქტების თვისებებზე, თუ რატომ თვლიან, რომ ეს კონკრეტული საგზალი არის ჯანსაღი. სულ შემოვიდა 75 საკონკურსო ნამუშევარი, რომელთა 62 ავტორი საქართველოს რეგიონების მკვიდრია. კონკურსის მიზანი იყო დაბალანსებული კვების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი კვების უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა მოზარდებში.
გამარჯვებულებს დააჯილდოებს კონკურსის ჟიურის წევრები, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებისგან.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















