ინდური ფილმის ,,ზიტა და გიტას“ ვარსკვლავს ჰემა მალინის საპატრიარქოში ჯილდო გადაეცა
საქართველო, თბილისი - 17:48 | 20.05.2016 ნანახია: 1999
კულტურის პალატის ინიციატივით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ დღეს საპატრიარქოში ინდური ფილმის ,,ზიტა და გიტას“ ვარსკვლავი ჰემა მალინი მიიღო. ცნობილ ინდოელ მსახიობს ქველმოქმედებისთვის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა საპატიო ჯილდო გადასცა, კერძოდ, გულის ფორმის მინანქარი, გულსაკიდი. საქართველოს პატრიარქმა მას ღირსეული ჯილდო უწოდა. ჰემა მალინიმ განაცხადა, რომ ეს ჯილდო მისთვის განსაკუთრებულია და დღევანდელ შეხვედრას გაახსენებს.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, საქართველოს ძალიან უყვარს ინდოეთი. ,,მე ორჯერ ნამყოფი ვარ ინდოეთში. შევხვდი ინდირა განდის და ვიყავით შტატ კერალაში, სადაც არის მართლმადიდებელი ეკლესია. თქვენ ძალიან ცნობილი ბრძანდებით მთელ მსოფლიოში და ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოში ჩამობრძანდით“, - მიმართა ინდოელ მსახიობს უწმინდესმა.
პატრიარქმა მსახიობს საჩუქრად მის მიერ დაწერილი საგალობლების დისკი და ეპისტოლეების კრებული ინგლისურად გადასცა.
პატრიარქის თხოვნით ჰემა მალინიმ ინდური ცეკვა შეასრულა და თან თითოეული ცეკვის ილეთის მნიშვნელობა განმარტა.
,,მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტით და მსურს, კიდევ ერთხელ ვიხილო პატრიარქი ინდოეთში. მე პოლიტიკაშიც ვარ ჩართული და ინდოეთის მთავარი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ვარ. „პოლიტიკა არის ზუსტი პლატფორმა იმისთვის, რომ გაიგო, რა სურს ხალხს. მე მზად ვარ ცემი კომპეტენციის ფარგლებში, თუ იქნება ჩემი თანადგომა საჭირო ჩავერთო საქველმომქედო ღონისძიებებში და კულტურის პალატასთან თანამშრომლობით, სევიტანო წვლილი ქართველი ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად“, _ განაცხადა ჰემა მალინმა.
ინდოელი მსახიობი აპირებს, დაეხმაროს კულტურის პალატის შვილობილს ლუკა ჩხარტიშვილს, რომელი უმძიმესი პაციენტია.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















